მთავარისიახლეებისაზოგადოებარას გულისხმობს მიტროპოლიტი ნიკოლოზი შერიგებაში? შევურიგდეთ პრეზიდენტის ციხეში დარჩენას? ქვეყნის დანაცრებას?

რას გულისხმობს მიტროპოლიტი ნიკოლოზი შერიგებაში? შევურიგდეთ პრეზიდენტის ციხეში დარჩენას? ქვეყნის დანაცრებას?

Published on

მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა, რომელმაც ხელი მოაწერა პეტიციას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, ხოლო დღეს ციხეში მოინახულა იგი,  ციხის დატოვების შემდეგ  ჟურნალისტებს განუცხადა, რომ  სთხოვა ექსპრეზიდენტს თავის მომხრეებს შერიგებისკენ მოუწოდოს.

“გვქონდა ჩვეულებრივი ადამიანური საუბარი. მე მქონდა მის მიმართ გზავნილი, თქვენც გეხებათ ეს სუყველას. მე მგონია, რომ მთელი ქვეყანა ვდგავართ დიდი გამოწვევის წინაშე. გამოსავალი არის შევწყვიტოთ სიძულვილის რიტორიკა, შევწყვიტოთ ერთმანეთზე ცუდი საუბარი. მე ვთხოვე ბატონ მიხეილ სააკაშვილს, მოეწოდებინა თავისი მომხრეებისთვის, ვისაც შეიძლება, რომელ ტელევიზიებსაც შეიძლება, რომ მოუწოდოს ყველას, რომ ვიფიქროთ შერიგებაზე, ქრისტიანულ მიტევებაზე. ჩვენ ბევრი გვაქვს ერთმანეთისთვის მისატევებელი”, – განაცხადა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა.

კითხვაზე, რა და რასთან შერიგებაზეა ლაპარაკი, ფაჩუაშვილმა უპასუხა:

მე იმედი მაქვს, რომ ბატონი მიხეილი გამოვა ციხიდან და დაიწყება ახალი ერა, ეპოქა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში იმით, რომ ჩვენ ყველანი მოქმედი, წარსული და მომავალი ხელისუფლება ერთმანეთთან გამონახავენ საერთო ენას..

რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობას, ფაჩუაშვილი ამბობს, რომ ის “ჩვეულებრივად გამოიყურება”.

სიახლეები

უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის – ხვიჩა კვარაცხელია მიმართვას აქვეყნებს

“ამ დგომზე ბევრი მეკითხებოდა ბევრს უთქვამს კიდეც მსოფლიოში ყველა ფეხბურთელი რომ ლოცულობდეს თამაში ფრედ...

ზელენსკის უნდა სურდეს ამ ომის დასრულება და თუ მას ეს არ სურს, ვფიქრობ, ეს ძალიან ცუდი ამბავი იქნება -ტრამპი

ზელენსკის უნდა სურდეს ამ ომის დასრულება და თუ მას ეს არ სურს, ვფიქრობ, ეს...

რუბიო- უკრაინელები მამაცურად იბრძოდნენ, მაგრამ აშშ-ს გარეშე უკრაინა აღარ იარსებებდა

ამ საკითხზე თავის მართლებას აღარ ვაპირებთ, გასაგებია? რადგან შეერთებული შტატების დახმარება რომ არა, მათ...

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძე დარბაზიდან გააძევა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადაიარიამ ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე დარბაზიდან გააძევა. რევაზ ნადარაიას გადაწყვეტილებას...