მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,იმას, რაც ახლა სააკაშვილის მიმართ ხდება უსამართლობაა. ვუერთდები აქციას - ექსპრეზიდენტის...

,,იმას, რაც ახლა სააკაშვილის მიმართ ხდება უსამართლობაა. ვუერთდები აქციას – ექსპრეზიდენტის პატიმრობა სცდება მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის ინტერესებს” – ელენე ხოშტარია

Published on

დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია ფორმულას ეთერში ამბობს, რომ 14 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დაანონსებულ აქციას შეუერთდება.

მისი შეფასებით, ექსპრეზიდენტის პატიმრობა სცდება მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის ინტერესებს.

ფორმულას ეთერში ხოშტარიამ თქვა, რომ მისი კრიტიკული შეფასებები მიხეილ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის მიმართ უცვლელი რჩება. ასევე, მიაჩნია, რომ არც ერთი ხელისუფალი არ არის ხელშეუხებელი და სამართლებრივი კითხვები უნდა დაისვას. თუმცა როგორც ხოშტარია ამბობს, იმას, რაც ახლა სააკაშვილის მიმართ ხდება, სიმართლის დადგენასთან საერთო არაფერი აქვს.

“სააკაშვილის პატიმრობა სცდება მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის ინტერესებს. ეს არის უსამართლობა.

ავიღოთ გირგვლიანის საქმე – უმძიმესი საქმეა და მას ამ საქმეზე აქვს განაჩენი. გირგვლიანის საქმის მოქმედი პირები არიან ქართული ოცნების წამყვანი გადაწყვეტილების მიმღები პირები. მეგის ქარდავას მოადგილე არის ქართული ოცნების კანდიდატი ბათუმში [არჩილ ჩიქოვანი].

ქართული ოცნების პირობებში არ არსებობს სასამართლო. ლაპარაკი სასამართლო პროცესზე არის აბსურდი.

როცა პრეზიდენტის მიმართ იწყება დევნა, უნდა იყო ძალიან ყურადღებით, იმიტომ, რომ ინტერესი არის მაღალი, იმიტომ, რომ რევანში ჩვენს ქვეყანაში არის მიღებული ფორმა.

ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად იმისა, მოგწონს თუ არ მოგწონს, ამ სისტემაში უნდა დაიცვა”. – თქვა ელენე ხოშტარიამ.

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია 14 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე გაიმართება.

სიახლეები

16 მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმა-სააგენტოს გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16 მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია...

თურქეთში საქართველოს მიერ ძებნილი “კანონიერი ქურდი” დააკავეს

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მიერ, ინტერპოლის მწვანე ცირკულარით ძებნილი "კანონიერი ქურდი" დააკავა. ამის...

ამოღებულია კანფეტის ქაღალდებში დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება “მეთადონი”-ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის მცდელობის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე...

დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს დღეს გამოაცხადებს

დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტს დღეს, 12 მაისს გამოაცხადებს, ნათქვამია ქვეყნის საგარეო საქმეთა...