მთავარისიახლეებიპოლიტიკასაყვარელიძე: "სააკაშვილი დარჩა უკრაინის მოქალაქეობის და უკრაინაში შესვლის უფლების გარეშე"

საყვარელიძე: “სააკაშვილი დარჩა უკრაინის მოქალაქეობის და უკრაინაში შესვლის უფლების გარეშე”

Published on

უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე და მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლი, დავით საყვარელიძე, სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას ადასტურებს:
 
“ვფიქრობ, რომ საყოველთაო კომენტარები აქ უადგილოა. ფაქტია, რომ უკრაინამ მიიღო მორიგი “იანუკოვიჩი”, თუმცა, ინგლისურად მოსაუბრე!!! ყველასთვის უკვე ცნობილია, რომ ასე გაგრძელება აღარშეიძლება- უკრაინა აღმოჩნდა გადარჩენის ზღვარზე, იმისთვის, რომ შეინარჩუნოს სახელმწიფოებრიობა. ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერზე ხმამაღლა საუბრობდა, დღეს დარჩა უკრაინის მოქალაქეობის გარეშე და უკრაინაში შესვლის უფლების გარეშეც. მაგრამ ეს ვერანაირად შეგვაჩერებს, ჩვენ, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ ძალას. პირიქით, დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი ეს მოაახლოვებს პოროშენკოს რეჟიმის დასასრულს. ჩვენ კოორდინირებას გავუწევთ შექმნილი შტაბებით მომავალ მოქმედებებს, იმისთვის, რომ ვიაროთ წინ, რათა მივიღოთ ყველა საჭირო ზომები! ვინ არის ჩვენ მხარეს სიმართლისთვის?!”-წერს საყვარელიძე.
 
 
 

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...