მთავარისიახლეებისპორტიმკლავჭიდელების აქცია წულუკიანის სამინისტროსთან - გაგვცეს პასუხი, რატომ არ მიდის...

მკლავჭიდელების აქცია წულუკიანის სამინისტროსთან – გაგვცეს პასუხი, რატომ არ მიდის მკლავჭიდის გუნდი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატზე?

Published on

მკლავჭიდელები კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან აქციას მართავენ. სპორტსმენები აცხადებენ, რომ სპორტი პოლიტიკურ ინტერესებს ეჭიდება. ისინი აკრიტიკებენ ფედერაციის ხელმძღვანელ, სოსო ჯაჭვლიანსაც.

სექტემბრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მკლავჭიდის ეროვნულ ფედერაცია საერთაშორისო ღონისძიებებიდან დისკვალიფიცირებულია. ამას ემატება ჯარიმაც.

მკლავჭიდის მსოფლიო ფედერაციის განმარტებით, გადაწყვეტილება მსოფლიო კონტრაქტის “სერიოზული” დარღვევის გამო მიიღეს, რადგანაც საქართველომ ვერ მოახერხა 2021 წელს მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონატის მოწყობა, შეცდომაში შეიყვანა WAF-ის ხელმძღვანელობა და მისი წევრები. ჩემპიონატი 19-27 სექტემბერს ბათუმში უნდა გამართულიყო. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს მკლავჭიდის ეროვნული ფედერაცია ვერ მიიღებს მონაწილეობას ვერც ერთ საერთაშორისო ღონისძიებებში, რომელსაც WAF აორგანიზებს, როგორც ევროპის ისე მსოფლიო დონეზე.

მკლავჭიდელები ითხოვენ, მინისტრთან შეხვედრას, რათა მიიღონ პასუხები, თუ რატომ ვერ ჩატარდა საქართველოში მსოფლიო ჩემპიონატი და რატომ ვერ ეძლევათ მათ საშუალება, რომ საერთაშორისო ტურნირებზე წავიდნენ.

“ათ დღეში უკვე უნდა გავფრინდეთ ევროპის ჩემპიონატზე. ჩვენი იქ არწასვლა ნიშნავს, რომ ტყვია გვესროლონ. აღარაფერი გვაქვს, ეგრე გამოდის. პარასპორტსმენებმა რა უნდა აკეთოს? ერთი ეგ საქმე იციან”, – ამბობს ერთ-ერთი სპორტსმენი ფორმულასთან.

“გვინდა მინისტრს შევხვდეთ და გაგვცეს პასუხი, რატომ არ მიდის მკლავჭიდის გუნდი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატზე. წულუკიანმა გვითხრას უშვებს ამ გუნდს თუ არა იმიტომ, რომ ახლა ამათ წონები აქვთ დასარეგულირებელი. ორი წელი სახელმწიფო კაპიკით არ დაგვხმარებია, თავიანთი ხარჯებით ემზადებიან ეს სპორტსმენები”, – ამბობს აქციის მონაწილე.

ფედერაციის პრეზიდენტი, სოსო ჯაჭვლიანი ამბობს, რომ 2020-2021 წელს ბიუჯეტიდან ფული არ მიუღიათ, ამიტომაც თანხების მითვისებას ადგილი ვერც ექნებოდა.

“ის სპორტსმენები, ვინც ამაზე ლაპარაკობენ, ცოტა ღრმად უნდა გაერკვნენ. მე რა შუაშია. სახელმწიფომ თვითონ გადაწყვიტა, რომ საქართველოში უნდა ჩატარებულიყო ჩემპიონატი”, – თქვა ჯაჭვლიანმა.

 

სიახლეები

კობახიძემ მდინარაძეს “სახელმწიფო უსაფრთხოების ვიცე პოლკოვნიკის” წოდება მიანიჭა

ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს "სახელმწიფო უსაფრთხოების ვიცე პოლკოვნიკის" წოდება მიანიჭა - ამის შესახებ კობახიძის...

უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

კობახიძემ მოჯთაბა ხამენეის მილოცვის წერილი გაუგზავნა

ივანიშვილის პრემიერმა ირაკლი კობახიძემ მოჯთაბა ხამენეის, ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლეს ლიდერად არჩევასთან დაკავშირებით, ოფიციალური...

მოსამართლე ბუგიანიშვილმა ალეკო ელისაშვილი პატიმრობაში დატოვა

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს...