მთავარისიახლეებიპოლიტიკაადვოკატ ბასილაიას თქმით, სააკაშვილი მხნედ არის, მაგრამ გააადგილება და მეტყველება უჭირს

ადვოკატ ბასილაიას თქმით, სააკაშვილი მხნედ არის, მაგრამ გააადგილება და მეტყველება უჭირს

Published on

მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, სააკაშვილის მხნედ არის, მაგრამ  შიმშილობა მის ჯანმრთელობაზე ნეგატიურად აისახება. მას უკვე უჭირს გააადგილება და მეტყველება.”

“შიმშილობა უკვე შედის ძალიან რთულ ფაზაში და ამის შედეგებს უკვე თვალნათლივ ვხედავთ. გადაადგილებასთან დაკავშირებით უკვე არის პრობლემები. ასევე, მისი განცხადებით, ფეხები დაუსივდა მიშას. როდესაც ის საუბრობს, მისი საუბრის მოტორიკა, მისი მოძრაობა მისი გადაადგილება უკვე მკაფიოს და ნათელს ხდის, რომ შიმშილობის ნეგატიური შედეგები სახეზეა.

მიშა არის ძალიან მხნედ, მაგრამ, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს შიმშილობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას უფრო და უფრო მეტად გამოიწვევს და უფრო და უფრო მეტად გამოიწვევს. დღეს უკვე პრობლემების წინაშეა”, — განაცხადა ბექა ბასილაიამ რუსთავის ციხეში, სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ.

ბასილაია ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ექსპრეზიდენტის პირად ექიმს, ნიკოლოზ ყიფშიძეს მისი მონახულების საშუალება მიეცეს. სააკაშვილის კიდევ ერთი ადვოკატის, გიორგი გელხაურის თქმით, ყოფილი პრეზიდენტი ოთხოვს, მის პირად ექიმს ყოველდღე ჰქონდეს მისი მონახულების საშუალება.

ადვოკატებმა რუსთავის ციხიდან მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი წერილი გამოიტანეს, სადაც ექსპრეზიდენტი საუბრობს 14 ოქტომბერს დაგეგმილ აქციასა და არჩევნების მეორე ტურზე. სააკაშვილი, ასევე, წერს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიუხედავად, არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას.

მიხეილ სააკაშვილი 12 დღეა შიმშილობს. 10 ოქტომბერს, მისმა პირადმა, ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ თქვა, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა დამძიმდა. როგორც ექიმი განმარტავს, ეს შიმშილობის გამო მოხდა და მას უჭირს საუბარი და მოძრაობა. პასუხად პენიტენციური სამსახური ამტკიცებს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მათი თქმით, როგორც მოშიმშილე, სააკაშვილი მუდმივად იმყოფება სამედიცინო პერსონალის დაკვირვების ქვეშ და მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

სიახლეები

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...

”ირო წიმი ევროპაშა”-ამ სლოგანით დღეს ზუგდიდში აქცია გაიმართება

9 მაისი, 19:00 - ზუგდიდი, სამხარეო ადმინისტრაციის წინ! 75 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროპამ...

“მთელს ევროპაში ასე უცებ ვერ გავასწორებთ ორმაგ სტანდარტებს” -ბოჭორიშვილი EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე არმიწვევაზე

"პოლონეთს კითხეთ , ორმაგი სტანდარტები არის ყველგან, ორმაგი სტანდარტებით ხდება მიდგომა. საქართველოში არ არის...