მთავარისიახლეებიბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულებს დღეს დაკრძალავენ

ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულებს დღეს დაკრძალავენ

Published on

დღეს, 12 ოქტომბერს, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულებს დაკრძალავენ. გარდაცვლილები ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში არიან გადასვენებული, სადაც გუშინ მთელი დღის განმავლობაში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა.

შემთხვევის ადგილზე მეოთხე დღეა აღმართულია “გლოვის კედელი”, სადაც მოქალაქეებს ყვავილები და სათამაშოები მიაქვთ, ანთებენ სანთლებს და ამ ფორმით გარდაცვლილთა ხსოვნას პატივს მიაგებენ.

ბათუმში კორპუსის სადარბაზო, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ტრაგედიას 9 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის სამი ბავშვია. კიდევ ერთი დაშავებული ამ დრომდე კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

მომხდარის გამო შსს-მ სამი პირი, პირველ სართულზე ბინის აზერბაიჯანელი მეპატრონე და ორი მუშა დააკავა. გამოძიების ვერსიით, მათ მზიდი კედლები “გამოიღეს” რამაც ნგრევა გამოიწვია. სამივე მათგანს სასამართლომ აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა.

სიახლეები

მათი დღეები დათვლილია! – ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნებისთვის“ სუბიექტურად უფრო მომგებიანი იქნებიდა არსებული პოლიტიკური სპექტრისა...

დავით ფეიქრიშვილს სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული – ადვოკატი

ტყუპების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების ადვოკატი პაატა გოგიაშვილი „პირველებთან“ საუბარში აცხადებს, რომ დავით ფეიქრიშვილი...

პარტიების აკრძალვის სარჩელი კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტს ეწინააღმდეგება – TI

კონსტიტუციური სარჩელი, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოში დასრულდება პოლიტიკური პლურალიზმი და საარჩევნო დემოკრატია, ვერ აკმაყოფილებს...

“ოცნებამ” ევროსასამართლოში კიდევ ერთი საქმე წააგო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებისას დაკავებული გელა ჭიღლაძის საქმეზე გადაწყვეტილება...