მთავარისიახლეებიპოლიტიკათუ მიხეილ სააკაშვილი საპატიმროდან არ გათავისუფლდება, ევროკავშირმა საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების შეჩერება უნდა...

თუ მიხეილ სააკაშვილი საპატიმროდან არ გათავისუფლდება, ევროკავშირმა საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების შეჩერება უნდა განიხილოს – ევროპარლამენტარი იაცეკ სარიუშ-ვოლსკი

Published on

,,საქართველოს მეგობრებს კარგად გვახსოვს პრეზიდენტ სააკაშვილის მიღწევები, თუ როგორ მოაბრუნა მან საქართველო დასავლეთისკენ და როგორ შეაქცია ზურგი პუტინის რუსეთს, მას ჩვენი გვერდში დგომა სჭირდება და ის ამას აუცილებლად მიიღებს”- ამბობს ევროპარლამენტარი იაცეკ სარიუშ-ვოლსკი მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით “მთავარი არხის” გადაცემაში Post factum

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მიმართ ბრალდებები “შეთითხნილია” და ის ციხეში არაკანონიერად ზის და  იმ შემთხვევაში თუ მიხეილ სააკაშვილი საპატიმროდან არ გათავისუფლდება, ევროკავშირმა საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების შეჩერება უნდა განიხილოს.

“ბრალდებები მის წინააღმდეგ შეთითხნილია, მას არაკანონიერად აჩერებენ ციხეში. საქართველოს მთავრობა კანონს არღვევს და არ მალავს, რომ ეს შურისძიებაა, ჩვენ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვთ. თუ ეს არ მოხდება, ევროკავშირმა საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების შეჩერება უნდა განიხილოს, რადგან საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაა და მთავრობა არღვევს იმ მთავარ პრინციპებს, რომლებიც ამ ხელშეკრულებაშია გაწერილი.

 

სიახლეები

ლაგოდეხში პოლიციელების ცემის ფაქტზე დაკავებულ პირებს 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

ლაგოდეხში პოლიციის თანამშრომლების გინებისა და ცემის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს ბრალდება წარედგინა. ამის შესახებ...

ComCom-ის ახალ თავმჯდომარედ „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, გოგა გულორდავა აირჩიეს

ComCom-ის ახალ თავმჯდომარედ „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, გოგა გულორდავა აირჩიეს  კომუნიკაციების კომისიამდე, გულორდავა 2 წლის განმავლობაში...

7 სხვადასხვა საქმეზე, კორუფციულ დანაშაულთან დაკავშირებით, 21 პირი დააკავეს – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დღეს საქართველოს რეგიონებში შვიდ სხვადასხვა სისხლის სამართლის...

აშშ-ის კონგრესის დელეგაცია ქართული ოპოზიციის ნაწილს შეხვდა

საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ის კონგრესის თანამშრომლების დელეგაციის წარმომადგენლები ოპოზიციის ნაწილს შეხვდნენ. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ კოალიცია...