მთავარისიახლეებისაზოგადოებათქვენ ჭირდებით საქართველოს - რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები არიან შეკრებილი

თქვენ ჭირდებით საქართველოს – რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები არიან შეკრებილი

Published on

ამ წუთებში რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები არიან შეკრებილი. მათ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მიხეილ სააკაშვილის პირადთქვენ ჭურდევუღ ექიმმა თქვა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.

“ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მისი სიცოცხლე გადავარჩინოთ”- ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველმა, ნიკა გვარამიამ  ციხესთან გააკეთა – “მე ხვალ აუცილებლად უნდა ვნახო მიხეილ სააკაშვილი და მასთან ერთად უნდა მივიღო გარკვეული გადაწყვეტილებები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და შესაძლოა დადგეს ისეთი ვითარება, რომ მისი ნების საწინააღმდეგოდ ჩვენ ვერ ვიმოქმედებთ, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მისი სიცოცხლე გადავარჩინოთ. საქართველოს მეორე პრორუსულ მთავრობას ვერ მივცემთ უფლებას, რომ მეორე პროდასავლელი პრეზიდენტი მოგვიკლას”,თქვა ნიკა გვარამიამ.

მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელია ბიძინა ივანიშვილი” – ნიკა მელია რუსთავის ციხესთან მიმდინარე აქციას შეუერთდა

“…მთელი პასუხისმგებლობა, კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე არც მეტი და არც ნაკლები ეკისრება ბიძინა ივანიშვილს” –

უნდა დაფიქრდეთ და დაფიქრდით თქვენ თუ რამდენად საშიშ ცეცხლს ეთამაშებით და გაითვალისწინეთ, არ მინდა ეს მუქარად ჩათვალოს ბიძინა ივანიშვილმაც კი, მაგრამ 14 ოქტომბერს გაიმართება ფართომასშტაბიანი აქცია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით და ყველაფერი უნდა იღონოთ ახლა, რომ ამ ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე, რომელიც თქვენს ხელშია, გაუფრთხილდეთ, – ამბობს ნიკა მელია.

მისივე თქმით, მას, როგორც პარტიის თავმჯდომარეს, უნდა მიეცეს მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში მონახულების უფლება.

საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, რუსთავის ციხესთან მიმდებარე აქციიდან მისი ძმა, დავით სააკაშვილი მიმართავს და სთხოვს, შიმშილობა შეწყვიტოს.

“მიშა, მოგმართავ, იქნებ ცოტა ხნით მაინც შევაჩეროთ, ან მკურნალობას მივხედოთ ცოტა ხანი. შენ გვერდზე ვიყავი, ვარ და ვიქნები ბოლომდე, მაგრამ შენი ჯანმრთელობაა ახლა ძალიან მნიშვნელოვანი”,-თქვა დათო სააკაშვილმა

,,სააკაშვილს რომ ციხეში რამე დაემართოს !!! – მარტო ეს აზრი მიტრიალებს თავში. მაგრამ ვერცერთ ჯერზე წინადადებას ვერ ვამთავრებ – იმიტომ, რომ დღეს საერთოდ ვერაფერს ვერ ვაცნობიერებთ, ვერ ვაცნობიერებთ რა უკიდურესად საშიში ისტორიული მომენტის წინაშე ვდგავართ. ვერ ვაცნობიერებთ ამ მომენტის წარმოუდგენელ ტრაგიზმს და ისტორიულ უსამართლობას – ვისი ხელით შეიძლება მოკვდეს ამ ქვეყნის ისტორიაში ერთ -ერთი ყველაზე დიდი პოლიტიკური ფიგურა-  ამბობს ეკა კვესიტაძე

“სანამ ჩვენ ვსაუბრობთ, ადამიანი კვდება, საქართველოს მესამე პრეზიდენტი კვდება” – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ეკა ხერხეულიძე რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან საუბრობს.

იგი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი მანამდეც შიმშილობდა, ვიდრე მას დააკავებდნენ. ეკა ხერხეულიძის თქმით, მან მიხეილ სააკაშვილს სთხოვა, რომ შიმშილობა შეეწყვიტა, თუმცა მესამე პრეზიდენტს კარგად აქვს გააზრებული, რას აკეთებს.

“ვუთხარი რომ ამ ნაძირლების გამო ნამდვილად არ ღირდა თვისი სიცოცხლის გარისკვა მაგრამ მას ძალიან კარგად აქვს გააზრებული რას აკეთებს. ხალხს მარტივად წარმოუდგენია, რომ ჩამოვიდა მიშა და მოხვდა ციხეში. სანამ ჩამოვიდოდა, სანამ ამ ქვეყანაში შემოვიდოდა გამოიარა ნამდვილი ჯოჯოხეთის გზა. კაცმა არ იცოდა ცოცხალი იქნებოდა თუ არა საქნამ საქართველში შემოვიდოდა. მაშინაც შიმშილობდა და როდესაც შემოვიდა და დაბინავდა იმ დღესაც არ ვიცი მიიღო თუ არა საკვები, ეგეც არ ვიცი. ახლა სანამ ჩვენ ვსაუბრობთ, ადამიანი კვდება, საქართველოს მესამე პრეზიდენტი კვდება და აჩვენებს თანამედროვე საქართველოში თავგანწირვის მაგალითს”,-თქვა ეკა ხერხეულიძემ. 

 

 

სიახლეები

რუსთაველზე სახალხო ახალი წლისთვის მზადება 20:00 საათიდან იწყება

უწყვეტი პროტესტის 36-ე დღე და ახალი წელი რუსთაველის გამზირზე - მოსახლეობა ახალ წელს ერთად...

საუბარია არა შიდა პოლიტიკაზე ან რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის მხარდაჭერაზე, საუბარია პირობაზე, რომელიც 1 წლის წინ მოგვცეს და არ შეასრულეს” – ბუდრისი “ოცნებაზე”

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, კესტუტის ბუდრისი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება - ის აღნიშნავს, რომ...

თვითგამოცხადებულმა პრემიერმა კობახიძემ, კალანდარიშვილსა და კაციტაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნა

არალეგიტიმურმა პრემიერმა კობახიძემ ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილსა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კარლო კაციტაძეს...

ჟურნალისტი გიორგი ლაფერაშვილი გარდაიცვალა

ჟურნალისტი და პროდიუსერი გიორგი ლაფერაშვილი გარდაიცვალა. მომხდარ სამწუხარო ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას ტელეკომპანია “ფორმულა“ ავრცელებს. დღეს ჩვენთვის...