მთავარისიახლეებისაზოგადოებაანზორ მელია: მივმართავ ტიკარაძეს, სასწრაფოდ გააკეთოს ორგანიზაცია, რომ დღესვე კონსილიუმი შედგეს...

ანზორ მელია: მივმართავ ტიკარაძეს, სასწრაფოდ გააკეთოს ორგანიზაცია, რომ დღესვე კონსილიუმი შედგეს და დაენიშნოს საქართველოს მესამე პრეზიდენტს მკურნალობა

Published on

“უნდა შედგეს კონსილიუმი, ყველა ექიმი, ადამიანი უნდა გავერთიანდეთ, რომ კაცი ვიხსნათ სიკვდილისაგან”. –  ამბობს ზუგდიდში ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატი ანზორ მელია, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.

“შემაშფოთებელი ინფორმაცია მივიღეთ ბატონ ყიფშიძისგან, განგაშის ზარებს უნდა ჩამოვკრავდეთ ეხლა, აქ ერთი წუთი მოთმინებაც არ შეიძლება, რადგან ეს დაავადებები ფონური დაავადებაა, მაგრამ მე-8 თუ მე-9 დღეა შიმშილობის და აციდოზი განვითარებულია ორგანიზმში. ამას ორჯერ მაინც, დილას და საღამოს უნდა კონტროლი, მაგრამ არც ყიფშიძის და არც მელიას დონეზე ეს არ უნდა გადაწყდეს. უნდა შედგეს კონსილიუმი, ყველა ექიმი, მოქალაქე უნდა გავერთიანდეთ, რომ კაცი ვიხსნათ სიკვდილისაგან.

მივმართავ ტიკარაძეს, რომელიც ძალიან კარგი მენეჯერია, რომ სასწრაფოდ გააკეთოს ორგანიზაცია, რომ დღესვე კონსილიუმი შედგეს და დაენიშნოს საქართველოს მესამე პრეზიდენტს მკურნალობა, თორემ, ხვალ და ზეგ უკვე გვიანი იქნება და დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონი მინისტრი ამას გააკეთებს. ახლა დრო არ არის ვინ ვისია და ვინ რა პოზიციაზე, მთავარია, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, რომელმაც შექმნა სახელმწიფო, დაამარცხა კორუფცია, პოლიცია წამოაყენა ფეხზე, არ შეიძლება ასე სასიკვდილოდ გავიმეტოთ”. – ამბობს ანზორ მელია.

ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, მიხეილ  სააკაშვილი თაფლისა და წვენის მიღებაზეც უარს ამბობს და მხოლოდ წყალს სვამს. მისივე თქმით, შესაძლოა, უახლოეს დღეებში სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანა გახდეს საჭირო.

პროტესტის ნიშნად მიხეილ სააკაშვილი მე-10 დღეა შიმშილობს.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...