მთავარისიახლეებიპოლიტიკათამარ კორძაია: საქართველოს მასშტაბით მოხსნილი კანდიდატურების 100% ოპოზიციაზე მოდის

თამარ კორძაია: საქართველოს მასშტაბით მოხსნილი კანდიდატურების 100% ოპოზიციაზე მოდის

Published on

 საქართველოს მასშტაბით მოხსნილი კანდიდატურების 100% ოპოზიციაზე მოდის – წერს Facebook-ზე გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშიას წევრი და პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ კორძაია.

წინასაარჩევნო კამპანიის დროს უამრავი ადამიანი ხსნიდა კანდიდატურას. Პოლიტიკური პარტიებისა თუ ამ ადამიანების გარემოცვის მხრიდან აქტიურად მიდიოდა საუბარი იმაზე, რომ ეს ადამიანები დააშინეს. ოფიციალურად, კანდიდატურის მოხსნის მიზეზად ოჯახური მდგომარეობის ან ჯანმრთელობის პრობლემები სახელდებოდა.

დავინტერესდი, რამდენად აწუხებს ეს “ოჯახური და ჯანმრთელობის” პრობლემები სახელისუფლებო კანდიდატებს და აღმოჩნდა, რომ საქართველოს მასშტაბით მოხსნილი კანდიდატურების 100% ოპოზიციაზე მოდის. 661 შემთხვევიდან ქართული ოცნების არცერთ კანდიდატს არ მოუხსნია კანდიდატურა.

ვისაც ჰგონია, რომ ეს უბრალო დამთხვევაა და დაშინებასთან ადგილი არ გვაქვს, შესაშური ოპტიმიზმი ჰქონია. Რა თქმა უნდა, ამ ადამიანების დიდი ნაწილი დააშინეს და აიძულეს, კანდიდატურები მოეხსნათ. ამის თქმის უფლებას გვაძლევს ისიც, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციაზე დაშინებისა და ზეწოლის ათეულობით კონკრეტული ფაქტი გვაქვს აღრიცხული და დამუშავებული.

 

სიახლეები

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...

მერცი, მაკრონი, სტარმერი და ტუსკი კიევში ჩავიდნენ

გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი...

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...