მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ყოფნა, შიმშილი არის მისი ბრძოლა რუსეთზე მომუშავე ხელისუფლების მიერ...

,,ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ყოფნა, შიმშილი არის მისი ბრძოლა რუსეთზე მომუშავე ხელისუფლების მიერ ქვეყნის ჩამოშლის წინააღმდეგ – თაკო ჩარკვიანი დღეს აქციას მართავს

Published on

ვადამდელი არჩევნებისა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით სახალხო მოძრაობა დღეს აქციას გამართავს.

აქცია გამაფრთხილებელი იქნება და ის რუსთაველის გამზირზე 5 საათზე დაიწყება.

მოძრაობის ხელმძღვანელი, დეპუტატი თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ აქციები პერმანენტული იქნება და ისინი შეუერთდებიან 14 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე, ნაციონალური მოძრაობის მიერ დაანონსებულ ფართომასშტაბიან აქციას

17:00 საათზე რუსთაველზე სახალხო მოძრაობა ვაანონსებთ დიდ მრავალათასიან აქციას. ყველაფერი ეს ერთად არის ქართული სახელმწიფოს ჩამოშლის საფუძველი – ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ყოფნა, შიმშილი, რომელიც ებრძოდა და ებრძვის რუსეთს და ის საჩუქარი, რომელიც გაუკეთა ვლადიმერ პუტინს რუსეთზე მომუშავე ხელისუფლებამ. ეს ადამიანი შიმშილობს და მის ჯანმრთელობას ემუქრება საფრთხე. ამასთან, ზუსტად იმისთვის, რომ არ მოხდეს გაყალბება, მღელვარე რუსთაველი უნდა დაინახოს რუსეთმა, ისეთი რუსთაველი, როგორიც 20 ივნისს ვაჩვენეთ. სირცხვილია, რომ რუსეთის წინააღმდეგ მომუშავე პრეზიდენტი მოვაკვლევინოთ ოსტატურად რუსეთზე მომუშავე ხელისუფლებას“. – ამბობს თაკო ჩარკვიანი.

14 ოქტომბერს ფართომასშტაბიანი აქცია სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ენმ-მ გუშინ, 9 ოქტომბერს, ზუგდიდში გამართულ აქციაზე დააანონსა.

სიახლეები

ოკუპირებულ გულრიფშში 15 წლის რუსი ტურისტი ხევში გადაიჩახა და დაიღუპა – დაკავებულია ჯგუფის ინსტრუქტორი

ოკუპირებულ აფხაზეთში, გულრიფშის რაიონში, მთაზე რუს ტურისტთა ჯგუფის ასვლის დროს 15 წლის მოსკოველმა ახალგაზრდამ...

“მეგატექნიკამ” ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა

 11 აგვისტოს ''მეგატექნიკამ'' ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა. კომპანია „მეგატექნიკა“ უკვე 30 წელია ოპერირებს და...

ადვოკატი-ვიღაცას აწყობდა, მიჩქმალულიყო გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეზე გამოძიება

გავრცელებული იყო ვერსია, თითქოს, მეწყერი ჩამოწვა და მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე. რაც უფრო მეტად...

ზელენსკის თქმით, რუსეთი არჩევნების შემდგომ ასობით ათასი მოქალაქის მობილიზაციას გეგმავს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ანგარიშზე დაყრდნობით აცხადებს, რომ...