მთავარისიახლეებისაზოგადოებამუღანლოს ნობათი მიხეილ სააკაშვილს -"ეს ყველაფერი მთელი სოფლის სახელით შეგროვდა, იგი...

მუღანლოს ნობათი მიხეილ სააკაშვილს -“ეს ყველაფერი მთელი სოფლის სახელით შეგროვდა, იგი საქართველოს სჭირდება, ამიტომ ვთხოვთ შეწყვიტოს შიმშილობა”

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდასაჭერად რუსთავის მე-12 საპყრობილესთან მივიდნენ სოფელ მუღანლოს მცხოვრებნი, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილს სოფლის ნობათი – დაკლული ცხვარი, ნაზუქები, ნამცხვრები და ხილის წვენი მიუტანეს.

“რასაც აქ ხედავთ, ეს ყველაფერი მთელი სოფლის სახელით შეგროვდა”, – თქვა მაჰამად ეიბოვმა.  ჩვენი სათქმელია : “მიხეილ სააკაშვილი საქართველოს სჭირდება, ამიტომ ვთხოვთ შეწყვიტოს შიმშილობა”.

მუღანლოელებმა მიხეილ სააკაშვილისთვის განკუთვნილი ძღვენი დაუტოვეს ბათუმელ ტარიელ მეკეიძეს, რომელიც რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მეხუთე დღეა იმყოფება.

ტარიელ მეკეიძის თქმით, თუ ადმინისტრაცია მიიღებს, დაკლულ ცხვრს მე-12 საპყრობილეს გადასცემენ პატიმრებისთვის.

 

 

 

სიახლეები

პრივილეგიაა – ვნახავთ, რა იქნება პასუხი და მივიღებთ საჭირო გადაწყვეტილებას-ფიშერი უვიზოზე

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანა ევროკავშირს 2024 წლის დასაწყისიდან დაშორდა. ქვეყანა შორდება ევროკავშირს დიდი სისწრაფით,...

დამატებითი ბრძოლის ველია, უთანასწორო მდგომარეობის მიუხედავად – ხაზარაძე არჩევნებზე

ლელო-ძლიერი საქართველოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მის და გიორგი გახარიას გუნდს შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე...

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა.  თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომა ამ...

გორში 3 პოლიციელი ცივი იარაღით დაჭრეს – დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 15 ივლისს, გორში, სოფელ ხელთუბანში სამართალდამცველებს თავს დაესხნენ, სამ პოლიციელს...