მთავარისიახლეებისაზოგადოება,,ისეთი მასშტაბის ტრაგედიაა, სათქმელიც არაფერია'' - გიული ალასანიამ პატივი მიაგო ბათუმში დაღუპულთა...

,,ისეთი მასშტაბის ტრაგედიაა, სათქმელიც არაფერია” – გიული ალასანიამ პატივი მიაგო ბათუმში დაღუპულთა ხსოვნას

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ბათუმში ჩავიდა და  26 მაისის ქუჩაზე, ჩამონგრეული შენობის ნანგრევებთან პატივი მიაგო გარდაცვლილების ხსოვნას.

ისეთი მასშტაბის ტრაგედიაა, სათქმელიც არაფერია – განაცხადა მან

ტრაგედიის მესამე დღეს ბათუმში, შემთხვევის ადგილზე მოქალაქეები ყვავილებით, სანთლებითა და სათამაშოებით მიდიან და სამძიმარს უცხადებენ მსხვერპლთა ოჯახებს.

შეგახსენებთ, რომ ​კორპუსის ჩამონგრევის შედეგად, 9 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის სამი ბავშვია. მაშველებმა ნანგრევებიდან 8 ცხედარი ამოიყვანეს, ხოლო ერთი ქალი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ დაიღუპა.

 

სიახლეები

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...

2022 წლის შემდეგ პირველად, ვლადიმირ პუტინსა და ემანუელ მაკრონს შორის სატელოფონო საუბარი შედგა

2022 წლის სექტემბრის შემდეგ რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინსა და ემანუელ მაკრონს შორის...

საქართველოს პენცენტრი და Pen International ზვიად რატიანთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადებას ავრცელებენ და პოეტის გათავისუფლებას ითხოვენ

საქართველოს პენცენტრი და Pen International ზვიად რატიანთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადებას ავრცელებენ და პოეტის გათავისუფლებას...

“ქართული ოცნების“ ავტორიტარული გადახვევები მიუღებელია-ბენჟამინ ჰადადი

ქართული ოცნების ავტორიტარული გადახვევები მიუღებელია,- ამის შესახებ საფრანგეთის მინისტრი ევროპის საკითხებში, ბენჟამინ ჰადადი სოციალურ...