მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება პარტიის საკითხი არ არის, ეს ჩვენი მომავლისა და ღირსების...

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება პარტიის საკითხი არ არის, ეს ჩვენი მომავლისა და ღირსების საკითხია  

Published on

მ წუთებში ზუგდიდში საოლქო საარჩევნო კომისიასთან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქცია მიმდინარეობს. სიტყვით გამოსვლისას თბილისში მერობის ოპოზიციის საერთო კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზე ისაუბრა და თქვა, რომ მისი გათავისუფლება პარტიის საკითხი არ არის.

მისი თქმით, ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ საქმე ქვეყნის მესამე პრეზიდენტს ეხება. “ეს არის ჩვენი მომავლისა და ღირსების საკითხი” – ამბობს ნიკა მელია

“თითოეული ჩვენგანის რწმენა არის იქ, სადაც გამარჯვებაა. მიხეილ სააკაშვილის, როგორც პოლიტიკური ლიდერის გათავისუფლება კი არ არის საკითხი, რომელიც ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტზეა საუბარი.

ეს არის ჩვენი მომავლისა და ღირსების საკითხი და არა ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლებისა და წევრების საკითხი…

ამ ადამიანმა მართლაც თავი გადადო თავისი რწმენიდან გამომდინარე და თავდადება და თავგანწირვა აჩვენა და რაც არ უნდა პათეტიკურად ჟღერდეს, ეს ყველაფერი გააკეთა სახელმწიფოს სიყვარულის გამო”,– თქვა ნიკა მელიამ.

ნიკა მელია მიესალმა ზუგდიდის აქციას მიერთებული  სხვა ოპოზიციური პარტიების წარ,ომადგენლებს

 ,,ერთიანობაც შედგება, ნუ გეწყინებათ ჩემო მეგობრებო, როცა ჩვენ აქციას ვასახელებთ და რომელიღაც პოლიტიკური პარტია შეიძლება არ მოვიდეს. ეს მათი არჩევანია, თუმცა მე მიმაჩნია, რომ სახელმწიფოს მესამე პრეზიდენტის უკანონო ტყვეობას ყველა უნდა აპროტესტებდეს, თუმცა ვიცი, რომ ყველა სოლიდარულია. აქ ახლა ამ წუთას რამდენიმე პოლიტიკური ოპოზიციაა, ლელო, ნინო ბურჯანაძის პარტია, ლეიბორისტები, ევროპული საქართველო, ბუნებრივია. ყველას მადლობას ვუხდი” – განაცხადა მან.

სიახლეები

ბაზარზე მკვლელი “კრისტალი” გამოჩნდა, რომელიც იპყრობს შენს გონებას და გიმონებს – ნარკოლოგი

ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე, რომელიც ხშირად აქვეყნებს დასაბუთებულ გაფრთხილებებს ახალი, სხვებისგან განსხვავებული ნარკოტიკის გამოჩენის შემთხვევაში,...

საია TV პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას გმობს

ტვ პირველის გადამღებ ჯგუფთან დაკავშირებული კონფლიქტის გამო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს:  "ტელეკომპანია „პირველის“...

ტვ პირველის ჟურნალისტი მარიამ მაკასარაშვილი კლინიკაში გადაჰყავთ

ტვ პირველის ჟურნალისტი მარიამ მაკასარაშვილი, რომელსაც ფიზიკურად გაუსწორდა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ყოფილი პირველი...

თუ მოსკოვი დღის ბოლომდე ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება, ევროპული ქვეყნები ახალი სანქციების მომზადებას დაიწყებენ – გერმანია

ევროპული ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების მომზადებას დაიწყებენ, თუ მოსკოვი დღის ბოლომდე ცეცხლის შეწყვეტაზე...