მთავარისიახლეებიკონფლიქტებიპრეზიდენტი მარგველაშვილი: ეს ადამიანები საკუთარი ქმედებით ქართველი ხალხის სიმტკიცეს და ოკუპაციის მიმართ...

პრეზიდენტი მარგველაშვილი: ეს ადამიანები საკუთარი ქმედებით ქართველი ხალხის სიმტკიცეს და ოკუპაციის მიმართ შეურიგებლობას გამოხატავენ

Published on

საქართველოს პრეზიდენტი შიდა ქართლში, საოკუპაციო ზოლთან საზოგადოებრივ აქტივისტთა ჯგუფის ჩასვლის ფაქტს და სამოქალაქო პატრულირებას ეხმაურება. განცხადება გიორგი მარგველაშვილის პრესსპიკერმა გააკეთა.
 
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საოკუპაციო ზოლთან მდგარი ადამიანები საკუთარი ქმედებით ქართველი ხალხის სიმტკიცეს და ოკუპაციის მიმართ შეურიგებლობას გამოხატავენ. თუმცა, გიორგი მარგველაშვილი სამოქალაქო აქტივისტებს რუსულ პროვოკაციებს ახსენებს და სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
 
„პრეზიდენტის აზრით, დღეს საოკუპაციო ზოლთან მდგარი ადამიანები საკუთარი ქმედებით ქართველი ხალხის სიმტკიცეს და ოკუპაციის მიმართ შეურიგებლობას გამოხატავენ. ეს სულისკვეთება საბოლოოდ ჩვენს ქვეყანას აუცილებლად მიიყვანს გამარჯვებამდე. ამასთანავე, პრეზიდენტი სამოქალაქო აქტივისტებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მავთულხლართების მეორე მხარეს დგას ის ძალა, რომელიც მუდმივად ეძებს და აწყობს პროვოკაციებს,” – განაცხადა ეკა მიშველაძემ.
 
შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივ აქტივისტთა ჯგუფი შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზზე დაკვირვებას იწყებს. სამოქალაქო პატრულირების მიზანია, ე.წ. სასაზღვრო ზოლზე ოკუპანტების აქტივობის დაკვირვება და საჭიროების შემთხვევაში, საზოგადოების დროული ინფორმირება.
 
აქტივისტთა ჯგუფი დაკვირვებას უსაფრთხო ზონიდან, დურბინდის საშუალებით განახორციელებს.

სიახლეები

მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა

კახეთში მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი გურჯაანის რაიონულ სასამართლოში...

სკოლის მოსწავლე, რომელსაც ნადირობისას ბრმა ტყვია მოხვდა, გარდაიცვალა

თერჯოლაში უბედური შემთხვევის შედეგად მე-12 კლასის მოსწავლე ლუკა ცეცხლაძე გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფოემაციას...

TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა

TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა - ტელევიზიის დამფუძნებელი და მოქმედი დირექტორი ვატო წერეთელი...

გამოცდების ეროვნული ცენტრი – ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგად, 1715 აბიტურიენტიდან სწავლის უფლება 1242-მა მოიპოვა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგები...