მთავარისიახლეებიბათუმში ნანგრევებიდან ამოყვანილი 35 წლის ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა

ბათუმში ნანგრევებიდან ამოყვანილი 35 წლის ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა

Published on

35 წლის ქალი, რომელიც მაშველებმა ნანგრევებიდან რამდენიმე საათის წინ ამოიყვანეს, ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ქალი კლინიკაში უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს. მას გული 5-ჯერ გაუჩერდა.

ბა­თუმ­ში, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ჩა­მონ­გრე­ვის შე­დე­გად და­ღუ­პუ­ლი 6 პირიდან 4 ერთი ოჯა­ხის წევრია. გარდაცვლილია 35 წლის ინგა მეკეიძე, მისი ორი არასრულწლოვანი შვილი და მაზლი. 35 წლის ქალი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში წუხელ კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს. ექიმების განცხადებით, ინგა მეკეიძე კლინიკაში გარდაიცვალა.

ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებამდე მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს მისი 2 შვილი -1 და 9 წლის ბავშვები. ორივე არასრულწლოვანი გარდაცვლილი იყო. ბავშვებთან ერთად მაშველებმა ნანგრევებიდან გამოიყვანეს მათი ბიძაც, რომელიც ინგა მეკეიძის ახლობლის თქმით, უცხოეთიდან ახალი ჩამოსული იყო და ძმის ოჯახში სტუმრად იმყოფებოდა.

„მაშველებს ბიძა ბავშვთან ჩახუტებული ამოუყვანიათ. ოჯახიდან გადარჩა ინგას მეუღლე და ერთი, 5 წლამდე ბავშვი. მამას ბაღში ჰყავდა წაყვანილი და ამან გადაარჩინა” – განუცხადა Ambebi.ge-ს გარდაცვლილი ინგა მეკეიძის ოჯახის ახლობელმა.

სიახლეები

16 მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმა-სააგენტოს გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16 მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია...

თურქეთში საქართველოს მიერ ძებნილი “კანონიერი ქურდი” დააკავეს

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მიერ, ინტერპოლის მწვანე ცირკულარით ძებნილი "კანონიერი ქურდი" დააკავა. ამის...

ამოღებულია კანფეტის ქაღალდებში დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება “მეთადონი”-ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის მცდელობის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე...

დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს დღეს გამოაცხადებს

დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტს დღეს, 12 მაისს გამოაცხადებს, ნათქვამია ქვეყნის საგარეო საქმეთა...