მთავარისიახლეებისამართალისაქართველოს მოქალაქეს გერმანიაში ჩადენილი მკვლელობისა და ყაჩაღობისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

საქართველოს მოქალაქეს გერმანიაში ჩადენილი მკვლელობისა და ყაჩაღობისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

Published on

 ქუთაისის საქალაქო სასამართლომ განიხილა გერმანიის ქალაქ ნიურნბერგში 2013 წელს ჩადენილ დანაშაულებში  ბრალდებული  გ.ჩ. – ს საქმე.და დამნაშავედ ცნო ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით ყაჩაღობასა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობაში.
 და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.-  ინფორმაციას შსს ავრცელებს.
 
 გამოძიების მასალების თანახმად, , 1986 წელს დაბადებულმა გ.ჩ.-მ და მისმა თანამზრახველმა – 1977 წელს დაბადებულმა ნ.ძ.-მ, რომელსაც ამავე დანაშაულისთვის ნიურნბერგ-ფიურტის მიწის სასამართლოს მიერ გერმანიაში უვადოდ თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, 2013 წლის ივნისში ქალაქ ნიურნბერგში, 1928 წელს დაბადებული ა.მ.-ის საცხოვრებელ ბინაში ფარულად შეაღწიეს, ბინის მესაკუთრეს ხელ-ფეხი შეუკრეს და გაგუდეს. შემდეგ აღნიშნულმა პირებმა ბინიდან, სხვა ნივთებთან ერთად, „როლექსის“ მარკის, 2 500 ევროდ ღირებული მაჯის საათი გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
 
ბრალდებული გ.ჩ  ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით იძებნებოდა და  2016 წლის ნოემბერში, თბილისში დააკავეს.
 

სიახლეები

მოსკოვში რაკეტით ჩავალ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს ჟურნალისტებს უპასუხა, რომ მოსკოვში ვიზიტს „რაკეტით“ გეგმავს. ვიდეო, რომელიც სოციალურ...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთისა და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი...

აშშ-ში ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპის ადმინისტრაციას მედიის დაშვების

აშშ-ში ფედერალურმა მოსამართლემ, ტიმოთი კელიმ, ტრამპის ადმინისტრაციას დაავალა, დაუყოვნებლივ აღადგინოს „სიენენის“, MS NOW-ისა და...

ფსევდორელოგიური ფუნდამენტალისტური სექტა – პაპუაშვილი აქციის მონაწილეებს

პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ - ხალხს, რომელიც უკვე თითქმის ორი წელია ქუჩაში დგაგან, შალვა პაპუაშვილმა...