მთავარისიახლეებისამართალიზუგდიდში „ვივუსის“ ფილიალი დააყაჩაღეს

ზუგდიდში „ვივუსის“ ფილიალი დააყაჩაღეს

Published on

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ვივუსის“ ზუგდიდის ფილიალი დააყაჩაღეს. შემთხვევა კვირას, 23 ივლისს მოხდა. ფინანსური ორგანიზაციის ფილიალში, რომელიც მაღაზია „არაიში“ მდებარეობს, ერთი ნიღბიანი პირი შეიჭრა. არსებული ინფორმაციით, წაღებულია დაახლოებით 3 500 ლარი.
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. უწყებისვე ინფორმაციით, ამ დრომდე დაკავებული არავინაა.
 
რაც შეეხება მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ვივუსის“ ზუგდიდის ფილიალს – აღნიშნული შემთხვევაიდან გამომდინარე ის გუშინ არ მუშაობდა. სამუშაო პროცესი ფინანსურ ორგანიზაციაში მხოლოდ დღეს განახლდა.
 

სიახლეები

რუსეთი და ოკუპ. რეგიონების რეჟიმები თბილისისგან ძალის გამოუყენებლობის გარანტიებს ითხოვენ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის, ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა...

პაპუაშვილი-დადგა დრო, EU-მ გადახედოს თავის მცდარ გადაწყვეტილებას, პასუხები დისკუსიაშია

ისევე როგორც ბელგიაში, ლუქსემბურგშიც კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ ჩვენი წუხილი ევროკავშირის მიერ 2024 წლის ივნისში...

მოსკოვში რაკეტით ჩავალ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს ჟურნალისტებს უპასუხა, რომ მოსკოვში ვიზიტს „რაკეტით“ გეგმავს. ვიდეო, რომელიც სოციალურ...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთისა და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი...