მთავარისიახლეებიმსოფლიოიაპონიაში გუშინდელი მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რიცხვმა 50-ს გადააჭარბა

იაპონიაში გუშინდელი მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რიცხვმა 50-ს გადააჭარბა

Published on

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 52 -მდე გაიზარდა, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა და კომუნიკაციების სამინისტროს ხანძრისა და კატასტროფების მართვის სააგენტოში განაცხადეს.

დაშავებულთა უმრავლესობა ტოკიოს მოსაზღვრე საიტამასა და ტიბას პრეფექტურებიდან არიან. მათ უმეტესობას მსუბუქი სახის დაზიანებები აღენიშნება, თუმცა ზოგიერთს, ავეჯის და სხვადასხვა საგნის დაცემის შედეგად მოტეხილობა და სხვა სერიოზული ტრავმებიც აქვს.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის, სარკინიგზო მოძრაობა უმეტესწილად აღდგენილია, მუშაობა განაახლა მეტრომაც. თუმცა, კატასტროფის შედეგად დაზარალებულ ზონაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჯერ კიდევ შეფერხებით მოძრაობს.

ცნობისათვის”  იაპონიაში 5.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა გუშინ მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ტოკიოსა და ტიბას პრეფექტურებს შორის საზღვარზე, 75 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა

 

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...