მთავარისიახლეებიმიხეილ სააკაშვილთან შესვლას მკურნალი ექიმი ითხოვს

მიხეილ სააკაშვილთან შესვლას მკურნალი ექიმი ითხოვს

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტთან ციხეში შესვლას ითხოვს მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებიდან თბილისში საგანგებოდ ჩამოვიდა.

პროფესორის თქმით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობა, შესაძლოა, სერიოზული საფრთხის წინაშე იდგეს.

“ძალიან მინდა ვნახო მიშა, ჩვენი პრეზიდენტი, რომლის ჯანმრთელობას მე ვაკვირდები დაახლოებით 2003-2004 წლიდან და ძალიან კარგად ვიცი მისი ორგანიზმი, როგორც მკურნალმა ექიმმა. ეს მე-8 დღე უკვე ძალიან საშიში მდგომარეობა შეიძლება იყოს, დაწყებული არითმიებით, დაწყებული ორგანოების დაზიანებით და ა.შ. ვთხოვე, რომ თუ შესაძლებელი იქნება, გავაკეთოთ ანალიზები და ამის მიხედვით გავერკვეთ რა სიტუაციაა. თუ უკვე მძიმე სიტუაციაა, აუცილებლად შევთავაზებ პრეზიდენტს, რომ გავუკეთოთ გადასხმები”, – თქვა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

მანვე აღნიშნა, რომ შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა დღესვე შეძლოს.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. ის უკვე მე-8 დღეა შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილთან გუშინ პატრიარქის მდივანი, მიქაელ ბოტკოველი იმყოფებოდა და მას ილია მეორის თხოვნა გადასცა, რომ შიმშილობა შეეწყვიტა, თუმცა მესამე პრეზიდენტმა შიმშილობის შეწყვეტაზე უარი თქვა.

სიახლეები

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...

მერცი, მაკრონი, სტარმერი და ტუსკი კიევში ჩავიდნენ

გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი...

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...