მთავარისიახლეებისამართალირატომ მიდის ჩვენი გადასახადები ივანიშვილის ოჯახის ტელევიზიის, GDS-ის ყოფილი თანამშრომლების ჯიბეში?

რატომ მიდის ჩვენი გადასახადები ივანიშვილის ოჯახის ტელევიზიის, GDS-ის ყოფილი თანამშრომლების ჯიბეში?

Published on

ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ აშენებული და შემდეგ სახელმწიფოსთვის გადაცემული Black Sea Arena, საქართველოს ბიუჯეტიდან 12 მილიონ ლარს მიიღებს. წელს კონცერტებისა და ფესტივალებზე ტურიზმის ეროვნულ სააგენტოს სულ 20 მილიონი ლარი აქვს გამოყოფილი. როგორც სააგენტოში აცხადებენ, ეს თანხა ქვეყანაში ტურისტების მოზიდვის მიზნით იხარჯება.
 
ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი, მაია სიდამონიძე კურიერთან საუბარში აცხადებს, რომ  კონცერტებისთვის გამოყოფილი 12 მილიონი ლარი წყალში გადაყრილი ფულია და მსგავსი ღონისძიებები ტურიზმის განვითარებას ხელს არ შეუწყობს. ამის მიზეზი კი კონცერტების შესახებ აფიშების უცხოურ საიტებზე გვიან განთავსებაა.
 
ოპოზიციაში კი ფიქრობენ, რომ Black Sea Arena სახლემწიფომ უნდა გაყიდოს და საკონცერტო დარბაზი კომერციული უნდა გახდეს.  ზემოთხსენებული თანხები კი სახელმწიფოში სხვა მნიშნელოვან სფეროებში უნდა დაიხარჯოს.
 
ამასთანავე აღსანიშნავია, რომ Black Sea Arena ბიუჯეტიდან გამოყოფილ 12 მილიონ ლარს გამარტივებული წესით განკარგავს. ორგანიზაციაში „არა –კორუფციას“ აცხადებენ, რომ ამგვარად კორუფციის რისკები იზრდება.
 
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, შარშან საქართველოში ჩატარებული უცხოელი მომღერლების კონცერტებზე ტურისტებმა ბილეთების მხოლოდ 5,23 % შეიძინეს.
 
აღსანიშნავია, რომ Black Sea Arena-ზე თანამშრომელთა რიცხვი ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა და იქ ძირითადად ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ტელევიზიის, GDS-ის ყოფილი თანამშრომლები დაასაქმეს.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...