მთავარისიახლეებიმსოფლიოშაფჰაუზენის სავაჭრო ცენტრში მოქალაქეებს ბენზოხერხით შეიარაღებული კაცი დაერია. დაჭრილია ხუთი ადამიანი

შაფჰაუზენის სავაჭრო ცენტრში მოქალაქეებს ბენზოხერხით შეიარაღებული კაცი დაერია. დაჭრილია ხუთი ადამიანი

Published on

დღეს დილის 11-ის ნახევარზე ადგილობრივი დროით  შვეიცარიის ქალაქ შაფჰაუზენის ისტორიულ ცენტრში მოქალაქეებს ბენზოხერხით შეიარაღებული მამაკაცი დაესხა თავს. იგი სადაზღვეო კომპანიის ოფისში შეიჭრა და 5 ადამიანი დაჭრა. ორი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.
 
ქალაქში და შემოგარენში ამ დრომდე მიმდინარეობს მასშტაბური სპეცოპერაცია მისი დაკავებისთვის. თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია. იგი ქალაქის მახლობლად ტყეში მცხოვრები 51 წლის  კაცი აღმოჩნდა, იარაღის უკანონო ტარებისთვის წარსულში ორჯერ ნასამართლევი  პირი.
 
ვრცელდება ძებნილის გარეგნობის აღწერილობაც – თვითმხილველები ამბობენ, რომ იგი გოლიათური აღნაგობისაა, სიმაღლით 1, 9 მეტრი.  
თავდასხმის მოტივი უცნობია. 

სიახლეები

კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მძიმე კომბინირებული იერიშის შედეგები: 9 დაღუპული, ათეულობით დაჭრილი

1 აგვისტოს ღამეს რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა – უკრაინა დასავლეთს...

აფეთქება მოსკოვის რესტორანში, მსხვერპლი და დაჭრილები – რა მოხდა?

მოსკოვის ცენტრში მდებარე რესტორან Balzi Rossi-ში მომხდარი აფეთქების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. რუსეთის ეროვნული...

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BMG ავრცელებს...

ყალბი დოკუმენტაციით 450 900 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და...