ევროპარლამენტარები: ოცნება ისევ ვერ ადასტურებს, რომ EU-ს პირობების შესრულება შეუძლია

0
319

 ევროპარლამენტარები ანდრიუს კუბილიუსიდა რასა იუკნევიჩიენე აქვეყნებენ  ერთობლივ განცხადებას,  რომელიც საქართველოში არსებულ ვითარებას, მიხეილ  სააკაშვილის დაკავებასა და თვითმმართველობის არჩევნებს ეხება

როგორც ევროპარლამენტარების განცხადებაშია ნათქვამი, ისინი იზიარებენ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პოზიციას, რომ “არსებობს სახიფათო რისკი, იმისა, რომ “საარჩევნო დარღვევები თანდათან მისაღები და გარდაუვალი გახდეს”.

“ჩვენ ვეთანხმებით დამოუკიდებელ საერთაშორისო დამკვირვებელთა შეფასებას, რომ 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები საქართველოში ტექნიკურად კარგად იყო ადმინისტრირებული, თუმცა ეს ყველაფერი “გააფუჭა” მუდმივმა ბრალდებებმა დაშინების, შანტაჟის, ზეწოლისა და რესურსების არათანაბარი გადანაწილების შესახებ.

ჩვენ ვიზიარებთ ODIHR-ის შეშფოთებას პოლარიზებული მედია გარემოს, რესურსების მნიშვნელოვანი დისბალანსისა და კამპანიის ფინანსების არასაკმარისი ზედამხედველობის, კამპანიაში ქალების არასაკმარისი წარმომადგენლობის, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების ანგარიშებისა და ჟურნალისტების მიმართ ზეწოლის თაობაზე.

ჩვენ ვეთანხმებით აშშ-ის საელჩოს განცხადებას, რომ არსებობს სახიფათო რისკი, იმისა, რომ ეს თუ სხვა საარჩევნო დარღვევები თანდათან მისაღები გახდეს, როგორც გარდაუვალი.

ქართველი ამომრჩეველი იმსახურებს უფრო მაღალი სტანდარტის საარჩევნო პროცესს. დამოუკიდებელი დამკვირვებლების მიერ იდენტიფიცირებული მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები უნდა გამოსწორდეს არჩევნების მეორე ტურამდე, რათა უზრუნველყოფილი იყოს თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო

,,დემოკრატიის სიმწიფე და ევროპული ტიპის კანონის უზენაესობის სისტემა არის ევროპული ინტეგრაციის წინაპირობა. ქართული ოცნება ისევ და ისევ ვერ ადასტურებს, რომ მათ შეუძლიათ შეასრულონ ეს პირობები.

ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ქართულ პოლიტიკურ ძალას დაიწყოს ხიდების მშენებლობა ნორმალური, დემოკრატიული, პოლიტიკური დიალოგის უზრუნველსაყოფად, დაუბრუნდნენ პროევროპულ რეფორმების გზას და ფოკუსირება მოახდინონ ქვეყნის განვითარებისთვის ძალიან საჭირო პროგრესის მიღწევაზე ქართველი ხალხის კეთილდღეობისთვის. მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ არ დაკარგოს ის შედეგები, რომლებსაც უკვე მიაღწია.

ჩვენი მხრიდან, ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ საქართველოს ევროატლანტიკური ამბიციების მხარდაჭერა, მაგრამ ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ ამ გზაზე წარმატება მხოლოდ მმართველი პარტიისა და ოპოზიციის და ყველა პროევროპული პოლიტიკური ძალის ერთობლივი და თანმიმდევრული ძალისხმევით იქნება შესაძლებელი, რათა განახორციელოს ხალხის ძლიერი სურვილი დაინახოს საქართველო ევროკავშირში.” –  ნათქვამია ევროპარლამენტარების ერთობლივ განცხადებაში

 

წინა სტატიანანგრევებიდან ადამიანთა ხმა ისმის, შსს დაშავებულთა შესახებ ინფორმაციას აზუსტებს – ვითარება ბათუმში
შემდეგი სტატიანიკა მელია: ზუგდიდში ქართულმა ოცნებამ უკანონოდ გადათვალა ხმები და მათი მაჟორიტარობის კანდიდატი პირველივე ტურში დამარცხებულად გამოაცხადა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური