მთავარისიახლეებისამართალირატომ მივიდა ოთო კახიძე გუშინდელ დემონსტრაციაზე შეიარაღებული

რატომ მივიდა ოთო კახიძე გუშინდელ დემონსტრაციაზე შეიარაღებული

Published on

ევროპული საქართველოს“ წევრი, დეპუტატი ოთარ კახიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე განმარტებას აკეთებს გუშინდელ აქციაზე ცეცხლსასროლი იარაღით ყოფნის ფაქტზე : 
„პალიტრა ტვ“-მ გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, რომ აქციაზე თან მქონდა იარაღი. მინდა განვმარტო, რომ ლეგალურად ვფლობ „გლოკ 19“-ს და მაქვს ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება, როგორც პარლამენტის წევრს. იარაღის მჭიდში თავსდება 15 ერთეული 9მმ ვაზნა. ზოგჯერ თან დამაქვს სათადარიგო მჭიდიც. ვისვრი საკმაოდ ზუსტად, მიჯრით სროლისას სამიდან ერთი ათიანშია. იარაღს ვატარებ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში თავდაცვის მიზნით“, – წერს დეპუტატი. 
 
ოთო კახიძემ ამ საკითხზე კომენტარები მედიასთანაც გააკეთა. 
“იარაღს ვფლობ ლეგალურად და მისი ტარების უფლება მაქვს კანონით, როგორც დეპუტატს. ამ აქციაზე ვაპირებდი იარაღის დატოვებას, მაგრამ მოშორებით მომიწია მანქანის დატოვება, არ იყო იქ შესაბამისი უსაფრთხოების ზომები. უნდა დამეტოვებინა, მაგრამ ვერ მოვახერხე იარაღის დატოვება. ვაღიარებ, რომ ეს შეცდომა მომივიდა, უბრალოდ იმ მიზეზით, რომ ვერ მოვახერხე მანქანის გაჩერება შემთხვევის ადგილზე და იარაღის დატოვება. არსებობდა გარკვეული საფრთხე, რადგან შესაბამისი მიზნით იყვნენ იქ ადამიანები მოსულნი და ჩემზე თავდასხმაც არ იყო გამორიცხული. ამიტომ მივედი იარაღით, თუმცა, ჯობდა დამეტოვებინა. საგამოძიებო ორგანო აღნიშნულით არ დაინტერესებულა“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.
 
შეგახსენებთ, „პალიტრავიდეომ“ დღეს გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, რომ „ევროპული საქართველოს“ მიერ აღმაშენებლის გამზირზე გამართულ აქციაზე, პარლამენტის წევრი ოთო კახიძე იარაღით გადაადგილდება. 

იურისტების კომენტარებში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ, იქონიონ ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი, ადვილაალებადი, რადიოაქტიური ნივთიერება ან ცივი იარაღი. კანონი გამონაკლისს არ უშვებს იმ პირებისთვისაც კი, რომლებსაც კანონით აქვთ იარაღის ტარების უფლება.



 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...