მიშა, გთხოვ, შეწყვიტე შიმშილობა, მოიკრიბე ძალა და ენერგია – მიხეილ სააკაშვილს მამა

0
610

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მამა ნიკოლოზ სააკაშვილი წერს, რომ შვილთან კომუნიკაციის საშუალება ამ დრომდე არ მიეცა, ამიტომაც, მისდამი მიმართვას “ფეისბუქზე” აქვეყნებს.

ნიკოლოზ სააკაშვილი სთხოვს შვილს, შეწყვიტოს შიმშილობა და ძალა მოიკრიბოს შემდგომი ქმედებებისთვის.

“სხვა საშუალება ჩემ შვილთან, მიშასთან კომუნიკაციისა მე ამ ეტაპზე არ გამაჩნია. იმედია სოციალური ქსელით მაინც გავაგონებ.

მიშა!!!! მოგმართავ,როგორც ექიმი და მამა. საქმე ეხება შიმშილობას,რომელიც არაფერ კარგს არ მოუტანს შენს ჯანმრთელობას,მხოლოდ ავნებს. შენ დაუდექი ქვეყანას გვერდში და საჭიროა ხალხთან შენი ბოლომდე დგომა.

შემდგომი ენერგიული, შენებური, დაუღალავი მოქმედება. შიმშილობამ გარკვეულ ეტაპზე თავისი საქმე პროტესტისა გააკეთა. ახლა კი საჭიროა, ხალხთან ერთად შენი ენერგიის მობილიზება.იცოდე შიმშილობა უკვე მტრის წისქვილზე ასხამს წყალს. გთხოვ შეწყვიტე ეს აქცია, მოიკრიბე ძალა და ენერგია შემდგომი ბრძოლისათვის. მიიღე გადაწყვეტილება. მალე შეხვედრამდე”, – წერს ნიკოლოზ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მე-8 დღეა, სამარტოო საკანში შიმშილობს.

აქვე შეგახსენებთ, რომ თბილისისა და ზუგდიდის, ქუთაისი ქუჩებში ღამით სტენსილი წარწერით “თავისუფლება მიშას” გაჩნდა.

ზუგდიდის ქუჩებში სტენსილი “თავისუფლება მიშას” გაჩნდა

წინა სტატიაბათუმში, ნანგრევებიდან ბავშვის ამოყვანის შემდეგ, მაშველებს ტაში დაუკრეს
შემდეგი სტატიაივანიშვილის სასახლის მიმდებარე კედელზე დატოვებული წარწერა “თავისუფლება მიშას” წაშალეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური