მთავარისიახლეებიპოლიტიკაუმრავლესობის მოპოვებაზე ენმ-ის ნაადრევი სიხარული ზუგდიდში დაინგრა - მამუკა წოწერია

უმრავლესობის მოპოვებაზე ენმ-ის ნაადრევი სიხარული ზუგდიდში დაინგრა – მამუკა წოწერია

Published on

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ნაადრევი სიხარული, რომ ზუგდიდის საკრებულოში უმრავლესობა მოიპოვეს, დაინგრა – ამის შესახებ ზუგდიდის საოლქო-საარჩევნო კომისიასთან მისულმა “ოცნების” მერობის კანდიდატმა მამუკა წოწერიამ განაცხადა.

მისი თქმით, მე-11 მაჟორიტარული ოლქის კანდიდატი მმართველი პარტიიდან, სოსო გოგოხია არჩევნების დღიდანვე აცხადებდა, რომ მას კონკურენტზე მეტი ხმები ჰქონდა აღებული, რაც ხელახალი გადათვლის შემდეგ დადასტურდა. მამუკა წოწერიამ განაცხადა, რომ ხმების გადათვლა ყველა პროცედურის დაცვით მოხდა და რომ არა კომისიის წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილება, გადათვლა ვერ მოხდებოდა.

შეგახსენებთ, ზუგდიდის საარჩევნო ოლქის მე-11 საარჩევნო უბანზე, მაჟორიტარული ხმების ხელახლა გადათვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ენმ-ის კანდიდატმა მანუჩარ ფიფიამ, რომელმაც 2 ოქტომბრის მონაცემებით, “ქართული ოცნების” კანდიდატს ორი ხმით აჯობა, ნაკლები ხმები მიიღო, ვიდრე 2 ოქტომბრის შემაჯამებელ ოქმში იყო აღნიშნული: ხელახლა გადათვლის შედეგად, ამ ოლქში გამარჯვება “ოცნების” კანდიდატმა გოგოხიამ მოიპოვა, რომელსაც გადათვლის შემდეგ 12 ხმა დაემატა და საბოლოო ჯამში, ენმ-ის კანდიდატზე 10 ხმით მეტი მიიღო.

არანაირი საოლქო კომისია არ არსებობს, არის “ქართული ოცნების” დანაყოფი – ანა წითლიძე

 

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...