მთავარისიახლეებიმას ლეიბსაც არ აძლევენ - ადვოკატი მიხეილ სააკაშვილზე

მას ლეიბსაც არ აძლევენ – ადვოკატი მიხეილ სააკაშვილზე

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს ციხეში ნორმალური საყოფაცხოვრებო პირობების შექმნაშიც კი მაქსიმალურად ხელს უშლიან.

როგორც მისმა უფლებადამცველმა, გიორგი გელხაურმა აღნიშნა, გარდა იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილს ამ დრომდე საკანში ტელევიზორი არ აქვს და შეზღუდული აქვს სატელეფონო ზარის განხორციელების უფლება, მას ლეიბსაც არ აძლევენ.

“მაქსიმალურად უქმნიან პრობლემებს, რომ თავი კარგად ვერ იგრძნობს. აქაც შერჩევით უდგებიან მიხეილ სააკაშვილს, არ აძლევენ ლეიბს, ტელევიზორს, რისი უფლებაც აქვს, რომ მიიღოს. არაერთი მსჯავრდებული სარგებლობს დაწესებულებაში ამ უფლებებით. ამდენი დღე პასუხის გარეშე ერთადერთ რამეს ნიშნავს, რომ იმიტომ არ აქვს ტელევიზორი, რომ ის არის მიხეილ სააკაშვილი”, – თქვა გიორგი გელხაურმა.

გარდა ამისა, შეზღუდულია მიხეილ სააკაშვილის მნახველების სიაც. მესამე პრეზიდენტთან შეხვედრას ბოლო დღეების განმავლობაში ძირითადად ადვოკატები ახერხებენ.

მიხეილ სააკაშვილი უკვე მე-7 დღეა შიმშილობს. მასთან დღეს პატრიარქის მდივანი დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი მივიდა, რომელიც მესამე პრეზიდენტს პატრიარქის თხოვნას გადასცემს, შეწყვიტოს შიმშილობა.

პოლიტსაბჭოს საგანგებო სხდომა იმართება “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში”. შეხვედრის მთავარი თემა მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა და საპყრობილედან მისი გათავისუფლების გზები იქნება.

სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...

კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...