მთავარისიახლეებიპოლიტიკამალე განვაცხადებ პრეტენზიას საქართველოს პრემიერმინისტრის თანამდებობაზე - თინა კანდელაკი

მალე განვაცხადებ პრეტენზიას საქართველოს პრემიერმინისტრის თანამდებობაზე – თინა კანდელაკი

Published on

რუსი ტელეწამყვანი თინა კანდელაკი წერს, რომ მალე განაცხადებს პრეტენზიას საქართველოს პრემიერმინისტრის თანამდებობის დასაკავებლად.
ასე გამოეხმაურა კანდელაკი ნიკა გვარამიას განცხადებას იმის თაობაზე, რომ “ქართული ოცნება” კოლექტიური თინა კანდელაკია და მათთვის პასუხის გაცემას არ აპირებს.
“მთავარი არხის გენდირექტორმა და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ მე მმართველ პარტიასთან, “ქართულ ოცნებასთან” გამათანაბრა, როცა განაცხადა, რომ “ქართული ოცნება” კოლექტიური თინა კანდელაკია.
მალე განვაცხადებ ჩემს სურვილს საქართველოს პრემიერმინისტრის თანამდებობის დაკავებაზე. მესმის, რომ არც გავარამია, არც სააკაშვილი ამ სურვილით აღფრთოვანებული არ იქნებიან.
რაც შეეხება ადვოკატის განცხადებას ყოფილი პრეზიდენტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებაზე, ჩემი პოზიცია უცვლელია: სააკაშვილი სიცოცხლის ბოლომდე ციხეში უნდა იჯდეს. სწორედ ეს იქნება ნამდვილი მართლმსაჯულება თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი ბოროტმოქმედისთვის”, – წერს თინა კანდელაკი.

სიახლეები

ივანიშვილის ასტროარქეოლოგი საიდუმლო ინფორმაციას ძილბურანში იღებს – “ტაბულა”

ივანიშვილის ასტროარქეოლოგი ამბობს, რომ საიდუმლო ინფორმაციას დილის 4-7 საათის შუალედში, ძილბურანში იღებს. სტატიას "ტაბულა"...

რობერტ დიუვალი გარდაიცვალა

ამერიკელი მსახიობი რობერტ დიუვალი 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია AFP-მ დიუვალის ცოლზე დაყრდნობით გაავრცელა. მსახიობი...

ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ ოლიმპიური ვერცხლის მედლები მოიპოვეს

მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადაზე, ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს ნაკრების წევრებმა, ანასტასია მეტელკინამ და...

ქვემო ქართლში, სამეგრელოსა და იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქვემო ქართლში, სამეგრელოსა და იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური...