მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრემიერის ვიზიტი ბაქოში შედგა იმ კითხვის ნიშნების გასაფანტავად, რაც წარმოშვა...

პრემიერის ვიზიტი ბაქოში შედგა იმ კითხვის ნიშნების გასაფანტავად, რაც წარმოშვა საქართველოს მთავრობის ფარულმა მოლაპარაკებებმა “გაზპრომთან”

Published on

აზერბაიჯანში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელი ვიზიტის ფარგლებში გამართულ სამსაათიან  შეხვედრაზე პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან  განხილულ იქნა  საქართველო – აზერბაიჯანის  ორმხრივი ურთიერთობები და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები. ხაზი გაესვა ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში თანამშრომლობის მნიშვნელობას და ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებს. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ცნობით, პირისპირ გამართული შეხვედრის შემდეგ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილს მეგობრულ სადილზე უმასპინძლა. გადაწყდა, რომ ილჰამ ალიევი უახლოეს მომავალში ვიზიტით ეწვევა საქართველოს.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები თვლიან, რომ პრემიერის ვიზიტი  ბაქოში შედგა იმ გაურკვევლობისა და კითხვის ნიშნების გასაფანტად, რაც წარმოშვა საქართველოს მთავრობის ფარულმა მოლაპარაკებებმა "გაზპრომთან" 

 ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა,  თუ რამდენად ვნებს ეს ხელისუფლება თავისი არაკომპეტენტურობით, წინდაუხედავობით ან გამიზნული პირადი ინტერესებით ჩვენი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას", სირცხვილია, რომ საქართველოს მთავრობის თავმჯდომარეს პატარა ბიჭივით ჩარბენა უხდება სხვადასხვა მეზობელ ქვეყანაში იმის გამოსასწორებლად რასაც აფუჭებენ რამდენიმე დღით ადრე, – ასე გამოეხმაურა ღარიბაშვილის ბაქოში ვიზიტს "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია.

,,საქართველოს თავისუფლება საფრთხეშია – ხელისუფლებას ,,გაზპრომის'' ხაფანგში შევყავართ. რუსული გაზი პუტინის გეოპოლიტიკური იარაღია. გაზპრომზე დამოკიდებულება ნიშნავს დამორჩილებულ, ღარიბ , გაყინულ და ბნელ საქართველოს. საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა ჩვენი ხალხის მონაპოვარია. ჩვენ ის არ უნდა დავთმპთ – მიაჩმია ,,ტაბულას''რედაქტორს თამარ ჩერგოლეიშვილს. 

პრემიერის ნაჩქარევი, დაუგეგმავი  ვიზიტი  ბაქოში ამყარებს სავსებით საფუძვლიან ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, რომ   უფრო ძვირი რუსული გაზის  პოლიტიკური ფასის ერთერთი მდგენელი  შესაძლოა იყოს აზერბაიჯანული მხარითვის არასასურველი ტრანზიტი, რასაც გამორიცხული არ არის შეეწიროს აზერბაიჯანთან სტრატეგიული პარტნიორობა. 

 

 


 

სიახლეები

პატივცემულო მოსამართლევ, შეხედეთ ბრალდებულებს, ჯერ არ შეგიხედავთ, ჰგვანან იმ მონსტრებს, როგორადაც მათ ბრალდება გვისახავს? – ცხადაძის ადვოკატი

ბრალდება რომ საუბრობს, დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარეობს საფრთხეო, პროკურორი ვერ მიუთითებს, რაში გამოიხატება ეს საფრთხე......

ევროკავშირი უკრაინას 3 მილიარდ ევროს გადაურიცხავს

ევროკავშირი უკრაინას 3 მილიარდ ევროს გადაურიცხავს - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ...

ვრჩები ერთგული ვემსახურო ქართველ ხალხს, როგორც მათი პრეზიდენტი, სანამ ხალხი ახალ არჩევნებს არ მიაღწევს -ზურაბიშვილი

"მე ვრჩები ერთგული ვემსახურო ქართველ ხალხს, როგორც მათი პრეზიდენტი, ახლა ახალი ოფისიდან, რომელიც ატარებს...