მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილს მეორე ტურის გამარჯვება გარდაუვლად მიაჩნია - ეკა ხერხეულიძემ პრეზიდენტი საპატიმროში...

მიხეილ სააკაშვილს მეორე ტურის გამარჯვება გარდაუვლად მიაჩნია – ეკა ხერხეულიძემ პრეზიდენტი საპატიმროში მოინახულა

Published on

ჩვენი სასაუბრო თემა იყო გუშინდელი დღე. მე ვიყავი პირველი ადამიანი, ვისგანაც შეიტყო საერთოდ რა მოხდა გუშინ ქვეყანაში და რა შედეგები დადგა. სრულიად აღფრთოვანებული დარჩა იმ შედეგებით, რაც ვუთხარი, განსაკუთრებით თბილისის მონაცემი იყო მისთვის შთამბეჭდავი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ეკა ხერხეულიძემ ციხეში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს ესმის, რა ბრძოლა გაიარა ქართველმა ხალხმა, რა წნეხის ქვეშ მიიღო ის გადაწყეტილება, რაც მიიღო.

„იცის მოსყიდვის, შანტაჟის და დაშინების ფონზე როგორი მისაღწევია ამ შედეგის გაფორმება, თუმცა იცის, რომ გაცილებით მაღალი პროცენტია მთლიანად ოპოზიციის მაჩვენებელი. მე მას ვკითხე, რამდენად სწორად მიაჩნია მეორე ტურში მონაწილეობის მიღება, როდესაც ის საპატიმროშია? ცალსახად თქვა, რომ გამარჯვების ხელიდან გაგდება არის გაუმართლებელი, ბოლომდე უნდა იბრძოლოს ქართველმა ხალხმა. განსაკუთრებული სიმტკიცე და ძალისხმევა სთხოვა ნიკა მელიას, რომ თავისი დიდი მონაპოვარი ბოლო გამარჯვებამდე მიიყვანოს. მას არ გაჰკვირვებია ზელენსკის განცხადება, იცით რომ მჭიდრო მეგობრობა აკავშირებთ, ის დარწუნებული იყო მის ასეთ პოზიციაში, მიიღო როგორც მოცემულობა. ის, რაც დამაბარა, მოგვიანებით გავავრცელებ.

ჩვენ ვისაუბრეთ მისი საქართველოში შემოსვლაზე, მე თავს უფლებას არ მივცემდი და არ ვკადრებდი მეკითხა, რა გზა გამოიარა. ვიცი, რომ ძალიან რთული გზა გამოიარა, მაგრამ იმ რეალობასთან კავშირი არ აქვს რა ინფორმაციასაც თქვენ ფლობთ. ბევრი იცინა იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლების განცხადებით, ის დღენახევარი იმყოფებოდა საქართველოში. იცის რა ბრძოლაშიც არის შემოსული, არ დარდობს იმაზე დაემატება თუ არა ბრალეულობები, ისეთივე მტკიცეა, როგორსაც ვიცნობდი.

მას იოლი ცხოვრება არ ჰქონია, იცის გადასარევად, რა ელოდება წინ. მისი ორიენტირი არის მეორე ტური. ის ფიქრობს, რომ ამ დიდი გამარჯვების, დიდი მონაპოვრის შუა გზაში დატოვება არაფრით არ შეიძლება. მეორე ტურის გამარჯვება გარდაუვლად მიაჩნია.

ვისაუბრეთ უხეში დამოკიდებულება ხომ არ ჰქონია პოლიციას მასთან მიმართებაში, მან თქვა, რომ არანაირი უხეში დამოკიდებულება არ ჰქონიათ, ძალიან კარგად იქცეოდნენ, ადმინისტრაციის თანამშრომლების მიმართ აქვს პოზიტიური დამოკიდებულება, რადგან არაფერი უხეშობა არ გამოუვლენიათ. მან თქვა, რომ ყველა, ვინც კი შევიდა მასთან ასაყვანად, ყველა პოლიციელმა გადაიღო სელფი, ეს მითხრა ინდიკაციისთვის, რომ მივხვდეჩამოშლილები არიან“, – განაცხადა ხერხეულიძემ.

სიახლეები

ბაზარზე მკვლელი “კრისტალი” გამოჩნდა, რომელიც იპყრობს შენს გონებას და გიმონებს – ნარკოლოგი

ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე, რომელიც ხშირად აქვეყნებს დასაბუთებულ გაფრთხილებებს ახალი, სხვებისგან განსხვავებული ნარკოტიკის გამოჩენის შემთხვევაში,...

საია TV პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას გმობს

ტვ პირველის გადამღებ ჯგუფთან დაკავშირებული კონფლიქტის გამო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს:  "ტელეკომპანია „პირველის“...

ტვ პირველის ჟურნალისტი მარიამ მაკასარაშვილი კლინიკაში გადაჰყავთ

ტვ პირველის ჟურნალისტი მარიამ მაკასარაშვილი, რომელსაც ფიზიკურად გაუსწორდა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ყოფილი პირველი...

თუ მოსკოვი დღის ბოლომდე ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება, ევროპული ქვეყნები ახალი სანქციების მომზადებას დაიწყებენ – გერმანია

ევროპული ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების მომზადებას დაიწყებენ, თუ მოსკოვი დღის ბოლომდე ცეცხლის შეწყვეტაზე...