მთავარისიახლეებიპოლიტიკაიყავით კრიტიკული, იყავით ძლიერი და მეორე ტურში აუცილებლად ხმა მიეცით ცვლილებას...

იყავით კრიტიკული, იყავით ძლიერი და მეორე ტურში აუცილებლად ხმა მიეცით ცვლილებას – ნიკოლოზ სააკაშვილი

Published on

ნიკოლოზ სააკაშვილის ფეისბუქპოსტი:
,,ჭორებს არასდროს ვაქცევ ყურადღებას, მაგრამ ამ რთულ პერიოდში და ამდენ დრამაში მესმის რომ მძიმე და გაბუქებული ჭორების დაჯერება ადვილია.
ამ პოსტს ვწერ რო მივმართო ხალხს და ჭორებს:
ცნობისთვის, მე ვარ 15 წლის და თბილისში 1 5 წ ე ლ ი ა ვცხოვრობ სანდრასთან ერთად.
უმჯობესია რომ კრიტიკული იყოთ და არ აყვეთ ფეიზბუკ (და სხვა სოციალური მედიის) კომენტარებს და ” ჭორიკანა” გვერდებს. ვისწავლოთ, რომ კრიტიკული ვიყოთ ყველა გამოქვეყნებული ინფორმაციის მიმართ, და დავსვათ შემდეგი კითხვები:
-საიდან იციან?
-სანდო წყარო აქვთ?
-რა მესიჯის გადმოცემას ცდილობენ? ვის ინტერესში შედის ეს?
-ზოგადად რა ნარატივი აქვთ?
დედაჩემზე იყო მძიმე ჭორი, რომ ცუდად არის, რათქმაუნდა სრულიად სისულელეა. მე შემიძლია ვთქვა რადგან დედაჩემთან ერთად ვარ სულ, რომ ეს ასე არ არის. მაგრამ მესმის რომ შეიძლება დამაჯერებლად გამოიყურებოდეს.
მოკლედ, რას ვამბობ:
არაფერი არ იცით, ამ სიტუაციაში ჩვენ ძალიან პირადულად ვაკეთებთ ყველაფერს და უბრალოდ შეუძლებელია რომ პრესამ ან ნებისმიერ ფეიზბუკ პიროვნებამ ან თუნდაც სუსმა  იცოდეს რა ხდება ჩვენ პირად ცხოვრებაში.
ნებისმიერი ჭორის წყარო არის უბრალოდ ფანტაზია.
იყავით კრიტიკული
იყავით ძლიერი
გაუფრთხილდით თავს
და მეორე ტურში აუცილებლად ხმა მიეცით ცვლილებას.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...