მთავარისიახლეებიპოლიტიკაECR საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მოუხსნან ბრალდებები მიხეილ სააკაშვილს და დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ...

ECR საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მოუხსნან ბრალდებები მიხეილ სააკაშვილს და დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ პატიმრობიდან

Published on

ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფი (ECR) საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ECR ღრმად შეშფოთებულია საქართველოს პროდასავლელი პრეზიდენტისა და ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებით.

“ბატონ სააკაშვილს სრული უფლება ჰქონდა დაბრუნებულიყო მის სამშობლოში. ბრალდებები, რომლებიც მმართველ პარტიას მის წინააღმდეგ აქვს წარდგენილი, სრულიად უსაფუძვლოა. ქართველ ხალხს სრული უფლება აქვს თავიანთი ლიდერი თავად აირჩიონ. პოლიტიკოსებმა საკითხები თავისუფლად უნდა განიხილონ და არა ციხიდან გამოგზავნილი წერილებით.

ბატონ სააკაშვილს აქვს შთამბეჭდავი ისტორია, როგორც საქართველოს რეფორმატორს, რომელმაც ქვეყანა დემოკრატიის გზაზე დააყენა.

ცხადია, რომ ბატონი სააკაშვილის პროევროპულ და პროტრანსატლანტიკურ პოზიციას, საქართველოში ავტორიტარული რუსთის შეჭრა მოჰყვა, რომელიც საქართველში შეეცადა გაენადგურებინა დემოკრატიული გაზაფხული.

ERC ასევე შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ქმედებებმა პოსტ-საბჭოთა საქართველოში პირველად გახადა ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა შესაძლებელი.

მტკიცედ გვჯერა, რომ პოლიტიკური რევანში არ უნდა იყოს გზა, რომელითაც საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იაროს, განსაკუთრებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ სააკაშვილის მთავრობის სხვა ოფიციალური პირების შესახებ გამოტანილი გადაწყვეტილებების შემდეგ, რომლითაც მათ წინააღმდეგ საქმეები პოლიტიკურად მოტივირებულად აღიარეს.

ECR საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს მოუხსნან ბრალდებები მიხეილ სააკაშვილს და დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ის პატიმრობიდან”,-ნათქვამია განცხადებაში.

სიახლეები

ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა

სასამართლომ ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა - გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე...

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა - ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე...

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია ზურაბ ზვიადაური

თბილისში დააკავეს ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონი და "ოცნების" ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური. ინფორმაციას ამის შესახებ შსს-ს...

საგამოძიებომ 75 137 ბოთლი კუსტარულად დამზადებული სასმელი ამოიღო – დააკავეს 7 პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შიდა ქართლში ამოღებულია უპრეცედენტო რაოდენობის, 75 137 ბოთლი ალკოჰოლური...