მთავარისიახლეებითქვენი დაკარგული და წაშლილი სახე მოვიგეთ - კობახიძე ჟურნალისტებს

თქვენი დაკარგული და წაშლილი სახე მოვიგეთ – კობახიძე ჟურნალისტებს

Published on

ირაკლი კობახიძე მედიას კვლავ შეურაცხყოფას აყენებს.

ქართული ოცნების თავმჯდომარემ დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ “ქართული ოცნების გუშინდელი დამაჯერებელი გამარჯვება იყო საქართველოში მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების გამარჯვება”.

მაშინ, როცა ჟურნალისტმა კითხვის დასმა სცადა, კობახიძემ თქვა:

“სირცხვილია, წაგებას უნდა შეხვდეთ ღირსეულად. ქართულმა საზოგადოებამ რევანშს მოწყურებულ, სიცრუესა და სიძულვილზე აგებულ რადიკალურ პოლიტიკურ ძალებს გასცა ღირსეული პასუხი. თქვენც იგულისხმებით, რა თქმა უნდა, ამაში. საზოგადოებას ვპირდებით, რომ ჩვენი ყველა მერობის კანდიდატი გაიმარჯვებს 30 ოქტომბერს, არჩევნების მეორე ტურში”.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა დამაჯერებელ გამარჯვებაზე ლაპარაკობს ქართულმა ოცნება მაშინ, როცა ქალაქების უმეტეს ნაწილში მეორე ტური ტარდება, მმართველი პარტიის თავმჯდომრემ უპასუხა:

“მოდით, წაგებას სახეს ნუ დააკარგინებთ. პირველ რიგში, ვგულისხმობ ტელევიზიებს, რომელიც ეკუთვნის კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას. თქვენი ბელადი არის ციხეში და თქვენი მდგომარეობა არის მძიმე. რა თქმა უნდა, ძალიან მძიმედ წააგეთ ეს არჩევნები. სახეს ნუ დაკარგავთ წაგების გამო. თქვენი დაკარგული, თქვენი წაშლილი სახე მოვიგეთ”.

სიახლეები

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...

”ირო წიმი ევროპაშა”-ამ სლოგანით დღეს ზუგდიდში აქცია გაიმართება

9 მაისი, 19:00 - ზუგდიდი, სამხარეო ადმინისტრაციის წინ! 75 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროპამ...

“მთელს ევროპაში ასე უცებ ვერ გავასწორებთ ორმაგ სტანდარტებს” -ბოჭორიშვილი EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე არმიწვევაზე

"პოლონეთს კითხეთ , ორმაგი სტანდარტები არის ყველგან, ორმაგი სტანდარტებით ხდება მიდგომა. საქართველოში არ არის...