მთავარისიახლეებიმსოფლიოთეთრი სახლის პრესმდივანი შეიცვალა - ,,აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს პრესასთან შესანიშნავი ურთიერთობები...

თეთრი სახლის პრესმდივანი შეიცვალა – ,,აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს პრესასთან შესანიშნავი ურთიერთობები ექნება”

Published on

გუშინ დილით  თეთრი სახლის პრესმდივანი შონ სპაისერი თანამდებობიდან გადადგა.
 
 The New York Times ცნობით, სპაისერმა ტავის გადაწყვეტილების ერთერთ ძირითად მიზეზად დაასახელა ის, რომ  კატეგორიულად არ ეთანხმება საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დირექტორად ნიუ-იორკელი ფინანსისტის ენტონი სკარამუჩის, დანიშვნას.
 
პრეზიდენტ ტრამპს მისი შეჩერება არც უცდია და გუშინვე დანიშნა ენტონი სკარამუჩი  კომუნიკაციების ახალ დირექტორად.  სკარამუჩი  2016 წლის ზაფხულში შეუერთდა დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბს.   მიმდინარე წლის იანვარში, ამერიკული მედია იუწყებოდა, რომ დონალდ ტრამპი ენტონი სკარამუჩის თავის მრჩევლად დანიშნავდა ბიზნესთან კომუნიკაციის საკითხში, თუმცა ეს დანიშვნა არ შემდგარა. 
 
თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ენტონი სკარამუჩიმ განაცხადა, რომ ,,აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს პრესასთან ”შესანიშნავი ურთიერთობები ექნება”. მისი თქმით, თეთრი სახლის პრესმდივანის   თანამდებობას სარა სანდერსი დაიკავებს. 
 
 

სიახლეები

თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე...

სუს-ი- დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად,...

თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს

თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს | ამის შესახებ მან ციხიდან გავრცელებულ წერილში დაწერა: "ბატონო...

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება. ევროპარლამენტის დღის წესრიგის თანახმად, დებატები სახელწოდებით - „მმართველი პარტიის,...