მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,გადადეთ ყველაფერი და წადით არჩევნებზე, ხმა მიეცით ცვლილებების შანსს '' - ...

,,გადადეთ ყველაფერი და წადით არჩევნებზე, ხმა მიეცით ცვლილებების შანსს ” – ზურაბ ჯაფარიძე

Published on

გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მიმართვს ავრცელებსა.

,,არჩევნები მიდის უამრავი დარღვევით და გაყალბების მცდელობით. მთელი წინასაარჩევნო პერიოდი გაჯერებული იყო მოსყიდვით, შანტაჟითა და ძალადობით. შეუძლებელია იმას, რაც ხდებოდა ბოლო კვირებში, ან რაც ხდება დღეს, დაერქვას სამართლიანი არჩევნები და მიუხედავად ამისა, ისინი აგებენ და ცდილობენ, არ დაუშვან პარტიული ვერტიკალის რღვევა.

ამას ემსახურება ეს მათი თავდაჯერებულობა და მესიჯები, თითქოს იმარჯვებენ. ამასვე ემსახურება ის სასაცილო სცენა მათი ოფისის წინ, სადაც მორიგ საბავშვო ბაღის ზეიმს გეგმავენ. არ დაუჯეროთ მაგ მატყუარა კლოუნებს. დარჩა 4 საათზე ნაკლები. ვინც უკვე იყავით არჩევნებზე, ყველას ძალიან დიდი მადლობა, ვინც ჯერ კიდევ არ ყოფილხართ, დაიკიდეთ, ყველაფერი დაიკიდეთ, შეიძლება, ცხოვრების ბოლომდე არ მოგეცეთ შანსი, მიიღოთ მონაწილეობა ასეთ მნიშვნელოვან ამბავში.

ამიტომ, ჩემი თხოვნაა, გადადეთ ყველაფერი და წადით არჩევნებზე. აუცილებლად წადით და ხმა მიეცით, ვისაც გინდათ. უამრავი პარტიაა. 50 პარტიაა ბიულეტენში, გარდა 41 ნომრისა. ეს ტყუილი, უტიფრობა, კლოუნადა და ეს ჭაობი უნდა დასრულდეს. ყველაფერი არის თქვენს ხელში. ამ 4 საათში წყდება, როგორქ ქვეყანაში ვიცხოვრებთ მომავალი რამდენიმე წელი და როგორ ქვეყანაში იცხოვრებენ შემდეგ ჩვენი შვილები.

წადით არჩევნებზე და ხმა მიეცით ცვლილებების შანსს და ერთად დავამარცხოთ ეს მარაზმი.”

 

სიახლეები

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...

მერცი, მაკრონი, სტარმერი და ტუსკი კიევში ჩავიდნენ

გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი...

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...