მთავარისიახლეებიპოლიტიკააბაშაში, საარჩევნო უბანთან, ფულის გადაცემის ფაქტი დააფიქსირეს

აბაშაში, საარჩევნო უბანთან, ფულის გადაცემის ფაქტი დააფიქსირეს

Published on

სამეგრელოში, აბაშის მუნიციპალიტეტში, მოხალისე დამკვირვებლებმა დააფიქსირეს “ოცნების” აქტივისტი ფულის კუპიურებით, რომელიც უბანთან ახლოს ხვდება ამომრჩეველთა ნაწილს და ფულს გადასცემს.

ფოტოს პარლამენტის წევრი ეკა ხერხეულიძე აქვეყნებს. აღწერილობის თანახმად, ფაქტი აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანში, მე-7 საარჩევნო უბანთან მოხდა.

შეგახსენებთ, აბაშის მერად ოპოზიციის შეთანხმებული კანდიდატია ნუგზარ წიკლაური ენმ-დან.

შეგახსენებთ, მედიაში და სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” მასობრივად ქვეყნდება დარღვევების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალები. მათი უმრავლესობა სამეგრელოს რეგიონშია დაფიქსირებული.

ერთერთ უბანთან ახლოს, აგრესიით გამორჩეული “ოცნების” აქტივისტი ელექტროშოკითაც იყო აღჭურვილი.

ელექტროშოკით აღჭურვილი “ოცნების” აქტივისტი სამეგრელოში

სიახლეები

კვების ობიექტებში პლასტმასის კონტეინერებისა და ჭიქების აკრძალვა 2027 წლამდე გადავადდა

კვების ობიექტებისთვის პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქებით მზა სურსათის მიწოდების აკრძალვა 2027 წლამდე გადავადდა....

1-ელი სექტემბრიდან მანქანების ხმაურის დონეს პორტატული აპარატურით შეამოწმებენ

ივანიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა მანქანების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი...

“ივანიშვილი არის დასამხობი” – ამ ფრაზისთვის ახალაიას 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია, რომელსაც სასამართლოზე ნათქვამ ფრაზას - "ბიძინა ივანიშვილი და მისი...

ანაკლია უცხოელი ინვესტორის გარეშე დარჩა – რომან გოცირიძე

"ჩინელებმა გადაგვაგდეს. ანაკლია უცხოელი ინვესტორის გარეშე დარჩა. დღეს მთავრობამ განაცხადა, რომ პორტს სახელმწიფო ააშენებსო. აშენება...