მთავარისიახლეებისაქართველო დღეს ჩააბარებს დემოკრატიის ტესტს - კარლ ჰარცელი

საქართველო დღეს ჩააბარებს დემოკრატიის ტესტს – კარლ ჰარცელი

Published on

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი საქართველოში მიმდინარე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ეხმაურება და იმედს გამოთქვამს, რომ ადამიანებს საშუალება ექნებათ, სასურველ კანდიდატებს ხმა მშვიდ და უსაფრთხო გარემოში მისცენ.

როგორც მან აღნიშნა, არჩევნები ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის განსაკუთრებული დღეა.

“ეს არის დრო, როდესაც პოლიტიკოსები, კომენტატორები, საზოგადოებრივი აზრის შემქმნელები უნდა იყვნენ ჩუმად, ხოლო ამომრჩევლები გამოვიდნენ საარჩევნო უბნებთან და დააფიქსირონ საკუთარი აზრი. ბოლო რამდენიმე კვირის და მე ვიტყოდი ბოლო 24 საათის განმავლობაშიც, ჩვენ ვიხილეთ პოლარიზაციის ის დონე, რომელიც ჩემი აზრით ძალიან სამწუხაროა. თუმცა, ერთი რამ, რაშიც ყველა პოლიტიკური მოთამაშე თანხმდება, არის ის, რომ ადამიანები უნდა გამოვიდნენ საარჩევნო უბნებთან და დააფიქსირონ საკუთარი არჩევანი. ამიტომ, მე იმედი მაქვს, რომ დღეს იქნება მშვიდი, წყნარი და უსაფრთხო გარემო, რათა ადამიანებს ხმის მიცემის საშუალება მიეცეთ. ასევე, იმედი მაქვს, რომ ჟურნალისტებისთვისაც იქნება უსაფრთხო და მშვიდობიანი გარემო საკუთარი მოვალეობების შესასრულებლად”, – აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

მისივე თქმით, როგორც საქართველოს მეგობარს, სჯერა, რომ ეს იქნება დღე, როდესაც დემოკრატია საქართველოს ყველა მოქალაქისთვის იზეიმებს.

“ეს არის მნიშვნელოვანი არჩევნები და მან უნდა გადაწყვიტოს, რამდენად არის მზად საქართველო დემოკრატიის ამ გამოცდისთვის. ხვალ ჩვენ მოვისმენთ საერთაშორისო დამკვირვებლებისგან, მათ შორის ოდირისგან და ევროკავშირისგან, მათ ვერდიქტს”, – თქვა მან.

ჰარცელი ევროკავშირის წარმომადგენელთან ერთად, საარჩევნო პროცესს საბურთალოს ოლქის მე-14 უბანზე აკვირდება.

სიახლეები

საქართველოს მოქალაქეებს კვლავ ემუქრება დაკავება ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობის გამო – EU

საქართველოს მოქალაქეებს კვლავ ემუქრება დაკავება ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობის გამო - ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის...

ზურაბიშვილი გაფიცულ მოქალაქეებს შეუერთდა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საყოველთაო, გამაფრთხილებელ გაფიცვას შეუერთდა. "ჩემი პოზიცია არის, რომ პრეზიდენტი არასდროს იფიცება, იმიტომ...

საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაცია შშმ პირს მუქარის მესიჯს უგზავნის

ბაჩუკის,(ასე იცნობს მას ყველა) რომელიც შშმ პირია და ზუგდიდში აქციებზე დგას, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს...

ძალიან მეტკინა ამ კაცს ასე რომ მოექცნენ – მაჩალიკაშვილი გახარიაზე თავდასხმაზე

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი პარტია "საქართველოსთვის" ლიდერზე, გიორგი...