მთავარისიახლეებიკონფლიქტებიდღეს ოკუპანტებმა კასპის სიახლოვეს, სოფელ ყარაფილასთან ე.წ. საზღვართან კიდევ ერთი...

დღეს ოკუპანტებმა კასპის სიახლოვეს, სოფელ ყარაფილასთან ე.წ. საზღვართან კიდევ ერთი თხრილი გაავლეს

Published on

 დღეს ოკუპანტებმა კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის სიახლოვეს, სოფელ ყარაფილასთან  ე.წ. საზღვართან კიდევ ერთი თხრილი გაავლეს. 
 
 „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, თხრილის გასავლებად სპეციალური ტექნიკა ყარაფილას სიახლოვეს ოსური მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე სოფელ ორჭოსანიდან შემოვიდა. ოკუპირებული ტერიტორიის აღნიშნულ მონაკვეთზე, ყარაფილასთან მავთულხლართები გავლებული არ არის. 
 
მოსახლეობა შიშობს, რომ შესაძლოა, ტექნიკის დღევანდელი გამოჩენა იმის წინაპირობა იყოს, რომ ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმმა ყარაფილას განაპირას არსებული 7 ჰექტარი მიწის ფართობის მითვისება სცადოს. 
 
„ანალოგიური ხნული საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა შარშანაც გაავლეს. ვფიქრობდით, რომ შემდგომ ე.წ. სასაზღვრო ბარიერების მონტაჟსაც დაიწყებდნენ, თუმცა დღემდე აღარ გამოჩენილან. ახლა კი, ტრაქტორით გავლებული კვალი დააფიქსირეს. ჯერჯერობით ამ ტერიტორიაზე მდებარე დაახლოებით 7 ჰექტარ ფართობს ჩვენი მოსახლეობა ამუშავებს. ეს მიწა კანონიერად ეკუთვნის ამ სოფელს და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის ქვეშაა, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ დე ფაქტო რეჟიმი ამ მიწის მითვისებას შეეცდება და საოკუპაციო ხაზს აქ დააფიქსირებს, საქართველოს ცენტრალური ავტომაგისტრალის კასპის მონაკვეთზე ოკუპანტების კონტროლირებადი ტერიტორია დაახლოებით 300 მეტრში აღმოჩნდება“, – განუცხადა  ,,ინტერპრესნიუსს'' კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა გია გოჭოშვილმა. 
 
 
 

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...