მთავარისიახლეებიპოლიტიკაარ შედრკეთ, ბოლომდე ვირწმუნოთ, რომ ჩვენი გამარჯვება ჩვენსავე ხელშია - მიხეილ სააკაშვილის...

არ შედრკეთ, ბოლომდე ვირწმუნოთ, რომ ჩვენი გამარჯვება ჩვენსავე ხელშია – მიხეილ სააკაშვილის წერილი ციხიდან

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ციხიდან წერილს აქვეყნებს და საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს. მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს და წერს, რომ მისი საქართველოში ჩამოსვლა კარგად გააზრებული იყო და მზად იყო ყველა სცენარისთვის.

მესამე პრეზიდენტის განმარტებით, საქართველოს მოქალაქეებზეა დამოკიდებული ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა.

“ჩემო ძვირფასო თანამებრძოლებო და ჩემო საყვარელო სათაყვანებელო ქართულო საზოგადოება, როდესაც ყველაფერი მივატოვე კიევში და აქ ჩამოვედი ვიცოდი, რომ დიდი ალბათობით დამაკავებდნენ, სრულიად მოგონილი, ყალბი განაჩენებით, რომლებიც თავის დროზე მათ შორის პუტინის დაკვეთით გამომიტანეს. მსოფლიოს არცერთი ქვეყანა რუსეთის გარდა ამ განაჩენს არ აღიარებს, მაგრამ მე მაინც ჩამოვედი, ვინაიდან მჯერა ჩემი ქვეყნის და თითოეული თქვენგანის. ძალიან მინდა გთხოვოთ, ყველანი მიხვიდეთ არჩევნებზე, რათა არ დაიკარგოს არც ერთი ხმა და ამის შემდეგ ყველამ ერთად დავიცვათ რეფერენდუმის შედეგები. ჩემი თავისუფლება და რაც ათასჯერ უფრო მნიშვნელოვანია საქართველოს თავისუფლება მთლიანად დამოკიდებულია თქვენს აქტივობაზე და ბრძოლისუნარიანობაზე უახლოეს დღეებში. ამაზეა ასევე დამოკიდებული საერთაშორისო მხარდაჭერა. გთხოვთ არ შედრკეთ, ბოლომდე ვირწმუნოთ, რომ ჩვენი გამარჯვება ჩვენსავე ხელშია, მიყვარხართ თქვენი ერთგული მიხეილ სააკაშვილი”

სიახლეები

ბრიუსელის უსინდისობის პატიმრები არიან – პაპუაშვილი რეჟიმის პატიმრებზე

 შალვა პაპუაშვილმა რეჟიმის პატიმრების შესახებ გააკეთა კომენტარი. პაპუაშვილი ამბობს, რომ ისინი "ბრიუსელის უსინდისობის პატიმრები...

სკოლებში არჩევითი საგნების ნუსხა განისაზღვრა

მედიაწიგნიერება, ფინანსური წიგნიერება, ხელოვნური ინტელექტი, კომპიუტერული მეცნიერება, მეწარმეობა, ასტრონომია, კინოხელოვნება და სხვა - ახალი...

მეორადი ჩარიცხვის პროცესი აბიტურიენტებისთვის 14 სექტემბრის 11:00 საათიდან დაიწყება და 18 სექტემბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება

მეორადი ჩარიცხვის პროცესი აბიტურიენტებისთვის 14 სექტემბრის 11:00 საათიდან დაიწყება და 18 სექტემბრის 18:00 საათამდე...

უნგრეთმა ათი რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა

8 სექტემბერს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიტა ორბანმა გამოაცხადა, რომ უნგრეთმა რუსეთის დიპლომატიური მისიის...