მთავარისიახლეებიპოლიტიკადავით ბაქრაძე: "ნაციონალური მოძრაობიდან წასვლას არ ვაპირებ"

დავით ბაქრაძე: “ნაციონალური მოძრაობიდან წასვლას არ ვაპირებ”

Published on

"ნაციონალური მოძრაობა" შესაძლოა,  საპარალამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ და კიდევ რამდენიმე დეპუტატმა დატოვოს , – ამის შესახებ ინფორმაციას "კვირის პალიტრა" ავრცელებს. საუბარია იმაზე, რომ დავით ბაქრაძესთან ერთად პარტიიდან შესაძლოა წავიდნენ ვანის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა ლეჟავა, აბაშის მაჟორიტარი დავით დარცმელიძე და თერჯოლის მაჟორიტარი კახა ბუცხრიკიძე. ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ "თავისუფალ დემოკრატებს" დატოვებს ვიქტორ დოლიძე. როგორც "კვირის პალიტრა" წერს, პარლამენტის ოპოზიციურ ფლანგზე არც იმას მალავენ, რომ ოქტომბრის ბოლოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ახალი ფრაქციაც გაჩნდება და დიდი ალბათობით, დასახელებული დეპუტატები ყოფილ თანაგუნდელებს: გოგა ხაჩიძეს, ზურაბ ჯაფარიძეს, გიორგი მელაძესა და პავლე კუბლაშვილს შეუერთდებიან. თვის ბოლოს ახალი ფრაქციის შექმნას "კვირის პალიტრასთან" საუბრისას გოგა ხაჩიძეც ადასტურებს. "ოქტომბრის ბოლოს პარტიის დარეგისტრირებას პარლამენტში ახალი ფრაქციის შექმნასაც დავამთხვევთ. გვარებს ვერ დავასახელებ, თუმცა ფრაქციის შექმნაზე კოლეგებთან აქტიურად ვსაუბრობთ. ამასთან, საარჩევნო კამპანიისთვის დაფინანსებასაც ვეძებთ", – განაცხადა ხაჩიძემ. "ნაციონალური მოძრაობიდან" რამდენიმე დეპუტატის წასვლას არც დავით ბაქრაძე გამორიცხავს, თუმცა აცხადებს, რომ თავად ის პარტიის დატოვებას არ აპირებს. "რაც შეეხება ჩემს გეგმებს, პარტიიდან წასვლას არ ვაპირებ. ყველაზე მძიმე ვითარებაში, როდესაც "ნაციონალური მოძრაობის" ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდებოდა, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე დავთანხმდი. მაშინ დავამტკიცეთ, რომ გადარჩენა შეგვიძლია, დღეს კი მთავარ ამოცანად პარტიის გაძლიერებას მივიჩნევ. "ნაციონალური მოძრაობის" არასწორი ნაბიჯების მიმართ ყოველთვის კრიტიკული ვიყავი, პრობლემებზეც¬საჯაროდ ვსაუბრობდი, თუმცა პარტიის განვლილ წლებზე პასუხისმგებლობა ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნებზე თავადაც ვიტვირთე. მიმაჩნია, რომ შეცდომებზე საუბარი სისუსტე კი არა, სიძლიერეა… დღეს, ძირითადად, მაჟორიტარებს¬ აშანტაჟებენ და უმცირესობის დატოვებისკენ მოუწოდებენ. მე რიგგარეშე არჩევნებისთვის ვემზადები – დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებაში მალე დავბრუნდებით", – აღნიშნა ბაქრაძემ.   აბაშის მაჟორიტარი დეპუტატის დავით დარცმელიძის თქმით, წასვლაზე არც უფიქრია და მსგავსი რამ მისთვის არც შეუთავაზებიათ. პაატა ლეჟავას თქმით კი, პარტიის დატოვებაზე არც გასული 3 წელი უფიქრია და არა მომავალში აპირებს მსგავსი გადაწყვეტილების მიღებას. რაც შეეხება კახა ბუცხრკიძეს, იგი ასეთ განმარტებას აკეთებს: "არჩევნებისთვის ვემზადები. თუ ვინმე პარტიიდან წასვლას გადაწყვეტს, თავის გზაზე გაუმარჯოს. მე არსად მივდივარ, მეტიც, თუ პარტიის საბჭო გადაწყვეტს, მომავალ არჩევნებშიც კენჭს ვიყრი". პარტიიდან წასვლას უარყოფს "თავისუფალი დემოკრატების" წევრი ვიქტორ დოლიძეც.

სიახლეები

მარკ რუტე – უკრაინას მეტი სჭირდება, რადგან დახმარების დაპირება ომს არ წყვეტს

უკრაინას მეტი სჭირდება, რადგან დახმარების დაპირება ომს არ წყვეტს - ევროპაში ნამდვილი მშვიდობა ვერ...

“ოცნება” ამბობს, რომ ვადამდელი არჩევნები არ იქნება

"ვადამდელი არჩევნები არ იქნება" - ასე პასუხობენ "ოცნებაში" კითხვას, რომელიც საარჩევნო კოდექსში შესატან მორიგ...

„TV იმედისა“ და „პოსტ TV“-ს დასანქცირება კომპანიებისთვის სერიოზულ ფინანსურ სირთულეებს შექმნის – ეკონომისტი

ეკონომისტ გიორგი ხიშტოვანის შეფასებით, დიდი ბრიტანეთის მიერ „TV იმედისა“ და „პოსტ TV“-ს დასანქცირება კომპანიებისთვის...

ზურაბიშვილი- 4 წლის შემდეგაც, რუსეთმა უკრაინის მუხლებზე დაჩოქება ვერ მოახერხა

ძვირფასო ვოლოდიმირ, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, მინდა, ამ დღეს, 24 თებერვალს, თქვენთან ერთად გავიზიარო ეს...