მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილის ოფისის ხელმძღვანელის, მარია ბარაბაშის თქმით, ექსპრეზიდენტი ახლა საქართველოშია

მიხეილ სააკაშვილის ოფისის ხელმძღვანელის, მარია ბარაბაშის თქმით, ექსპრეზიდენტი ახლა საქართველოშია

Published on

მიხეილ სააკაშვილის ოფისის ხელმძღვანელის, მარია ბარაბაშის თქმით, ექსპრეზიდენტი ახლა საქართველოშია. ბარაბაში ყვება, რომ ექსპრეზიდენტმა თანამშრომლები რამდენიმე დღით ადრე გააფრთხილა, რომ სამშობლოში ჩასვლას აპირებს. მას უკრაინაში დაბრუნების თარიღი არ დაუზუსტებია, თუმცა აღნიშნა, რომ მალე დაბრუნდება.

“მე, როგორც მიხეილ სააკაშვილის ოფისის ხელმძღვანელი უკრაინაში ვადასტურებ, რომ ის ახლა საქართველოშია. გუშინ საღამოს მერე კონტაქტზე არ ვყოფილვარ. 3 დღის წინ ოფისის ტოპ მენეჯმენტი შეკრიბა და გვითხრა, რომ საქართველოში მიდიოდა, რადგან ახლა საქართველოში მნიშვნელოვანი პროცესებია და მისი იქ ყოფნა აუცილებელია. არ დაუზუსტებია, როდის დაბრუნდება უკრაინაში, თუმცა, თქვა, რომ მალე”, — აცხადებს ბარაბაში Palitra News-თან.

სიახლეები

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...

მერცი, მაკრონი, სტარმერი და ტუსკი კიევში ჩავიდნენ

გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი...

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...