მთავარისიახლეებიმსოფლიოსენატორი ჯონ მაკკეინი ჩვეულ ფორმაშია და მწვავედ აკრიტიკებს პრეზიდენტ ტრამპის გუშინდელ...

სენატორი ჯონ მაკკეინი ჩვეულ ფორმაშია და მწვავედ აკრიტიკებს პრეზიდენტ ტრამპის გუშინდელ გადაწყვეტილებას სირიის ზომიერი ოპოზიციის მხარდაჭერის პროგრამის დახურვის შესახებ

Published on

 სენატორი  ჯონ მაკკეინი კრიტიკულად გამოეხმაურა  აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას   სირიის ზომიერი ოპოზიციის მხარდაჭერისა და შეიარაღების პროგრამის დახურვის შესახებ.
ტრამპის ეს გადაწყვეტილება გუშინ, ,,ვაშიგტონ პოსტმა'' გაავრცელა.
 
„თუ ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, მაშინ აშშ-ს ადმინისტრაცია ვლადიმერ პუტინს კოჭს უგორებს. რუსეთთან ნებისმიერ დათმობაზე წასვლა და სირიასთან დაკავშირებით სრულყოფილ პროგრამაზე უარის თქმა უპასუხისმგებლო და წინდაუხედავი ნაბიჯია“, – ნათქვამია სენატორ მაკკეინის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 
 
სენატორის აზრით, აშშ-ს სტრატეგია სირიაში უნდა ეფუძნებოდეს ბაშარ ალ-ასადის გადაყენების იდეას. 
 
აღსანიშნავია, რომ აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს პროგრამა სირიის ზომიერი ოპოზიციის მხარდაჭერის შესახებ 2013 წელს დაიწყო. 
 
სენატორი ჩვეულ ფორმაშია და ამარტლებს ბარაქ ობამას განცხადებას ,, მაკკეინი ნამდვილი ამერიკელი გმირი და მეომარია და კიბოს წარმოდგენაც არა აქვს ვისთან მოუწევს შებრძოლება'' 

სიახლეები

კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მძიმე კომბინირებული იერიშის შედეგები: 9 დაღუპული, ათეულობით დაჭრილი

1 აგვისტოს ღამეს რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა – უკრაინა დასავლეთს...

აფეთქება მოსკოვის რესტორანში, მსხვერპლი და დაჭრილები – რა მოხდა?

მოსკოვის ცენტრში მდებარე რესტორან Balzi Rossi-ში მომხდარი აფეთქების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. რუსეთის ეროვნული...

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BMG ავრცელებს...

ყალბი დოკუმენტაციით 450 900 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და...