მთავარისიახლეებიმსოფლიომიწისძვრა კუნძულ კოსზე, ბოდრუმსა და მარმარისში

მიწისძვრა კუნძულ კოსზე, ბოდრუმსა და მარმარისში

Published on

სულ მცირე 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა წუხელ  1 საათსა და 31 წუთზე ( ადგილობრივი დროით) მომხდარ   მიწისძვრას საბერძნეთის კუნძულ კოსზე, დაშავებულთა რიცხვი 100-ს აჭარბებს. ბიძგებმა ცუნამი, წყალდიდობა და ნგრევა გამოიწვია.
 
 შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრა 6.7 მეათედი მაგნიტუდის სიძლიერისა იყო, მისი ეპიცენტრი  ეგეოსის ზღვაში იყო,  კუნძულიდან 16 კილომეტრის დაშორებით,  თურქეთის უშუალო სიახლოვეს, ათი კილომეტრის სიღრმეზე   და,   შესაბამისად ,  შეაზანზარა თურქეთის სანაპიროც.  ყველაზე ძლიერ იგი ბოდრუმთან და მარმარისთან იგრძნობოდა.
 
 
ქალაქ ბოდრუმის მერის განცხადებით, დაშავდა რამდენიმე ადამიანი, ამ დროისათვის საავადმყოფოს დახმარებისთვის 70 ადამიანმა მიმართა. დაზიანებულია შენობები.  მიწისქვეშა ბიძგებმა ძლიერი პანიკა გამოიწვია. ადგილობრივებმა და ტურისტებმა ღამე ღია ცის ქვეშ გაატარეს. 
 
 
მაშველები კოსზეც და თურქეთშიც ნანგრევებში ჩარჩენილ ადამიანებს ეძებენ. 
 
 
ეგეოსის ზღვაში მომხდარი მიწისძვრის დროს ბოდრუმში იმყოფებოდნენ საქართველოს მოქალაქეები. საგარეო საქმეთა სამინისტროს იფორმაციით, საელჩოში ამ დრომდე მუშაობს ცხელი ხაზი, რომელზეც 10-ობით ზარი შევიდა.
დიპლომატიური უწყების ინფორმაციით, დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. თავად ადგილზე მყოფი ქართველების ინფორმაციით, ბიძგები ბოდრუმში ამ დრომდე გრძელდება.
 
 

სიახლეები

თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს

თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს | ამის შესახებ მან ციხიდან გავრცელებულ წერილში დაწერა: "ბატონო...

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება. ევროპარლამენტის დღის წესრიგის თანახმად, დებატები სახელწოდებით - „მმართველი პარტიის,...

“ეს ეხება უკრაინას, ეს ეხება საქართველოს” ,პუტინს სსრკ-ს აღდგენა სურს-ვადეფული

გერმანულ ტელევიზიასთან საუბარში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა თქვა, რომ მისი აზრით, რუსეთის...

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე იერიშები მიიტანა

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა. რუსული მხარის ცნობით, დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა...