მთავარისიახლეები2 ოქტომბრის არჩევნებს ევროპარლამენტარები დაესწრებიან

2 ოქტომბრის არჩევნებს ევროპარლამენტარები დაესწრებიან

Published on

2 ოქტომბერს, ეუთო/ოდირის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, ევროპარლამენტი, ეუთო/ოდირთან და ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესთან ერთად, საქართველოში ადგილობრივ არჩევნებს დააკვირდება.

პრესსამსახურის ინფორმაციით, ევროპარლამენტის დელეგაცია შვიდი ევროპარლამენტარისგან შედგება, ესენია:

მაიკლ გალერი (EPP, გერმანია) – დელეგაციის თავმჯდომარე; მირიამ ლექსმანი (EPP, სლოვაკეთი); მარინა კალიურანდი (S&D, ესტონეთი) ; კატალინ ჩე (Renew, უნგრეთი); მარკეტა გრეგოროვა (Greens/EFA, ჩეხეთი) ; ჯორდი სოლე (Greens/EFA, ესპანეთი); ანა ფოტიგა (ECR, პოლონეთი)

ევროპარლამენტარები საქართველოში 29–30 სექტემბერს ჩამოვლენ და ოფიციალური პროგრამის ფარგლებში, შეხვდებიან ევროკავშირის ელჩს, ეუთოს წამყვან ჯგუფს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, პოლიტიკური პარტიებისა, წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს. დელეგაცია ასევე შეხვდება საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს.

სიახლეები

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...

”ირო წიმი ევროპაშა”-ამ სლოგანით დღეს ზუგდიდში აქცია გაიმართება

9 მაისი, 19:00 - ზუგდიდი, სამხარეო ადმინისტრაციის წინ! 75 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროპამ...

“მთელს ევროპაში ასე უცებ ვერ გავასწორებთ ორმაგ სტანდარტებს” -ბოჭორიშვილი EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე არმიწვევაზე

"პოლონეთს კითხეთ , ორმაგი სტანდარტები არის ყველგან, ორმაგი სტანდარტებით ხდება მიდგომა. საქართველოში არ არის...