მთავარისიახლეებივანის მერიას 6-ის ნაცვლად 27 ავტომობილი ემსახურებოდა - "ფლანგვის დეტექტორი"

ვანის მერიას 6-ის ნაცვლად 27 ავტომობილი ემსახურებოდა – “ფლანგვის დეტექტორი”

Published on

ვანის მერიას 2018-2019 წლებში 27 ავტომობილი ემსახურებოდა დადგენილი 6 მანქანის ნაცვლად – ინფორმაციას “ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს.

შედეგად, ვანის მერიამ 27 ავტომობილისთვის 270 ათასი ლარის ღირებულების 125 ტონა საწვავი ყოველგვარი კონტროლის გარეშე მოიხმარა.

“2019 წლის შემდეგ ვანის მერიის ბალანსზე არსებული ავტომობილების რაოდენობა თითქმის 3-ჯერ გაიზარდა.

მათი მოვლა-შენახვა 2019-21 წლებში ბიუჯეტს 122,540 ლარი დაუჯდა.

2021 წელს ვანის მერია ბალანსზე მყოფი 8 მანქანის მოვლა-შენახვისთვის 304,000 ლარის დახარჯვას გეგმავს.

ცნობისთვის, ლონდონისა და ვილნიუსის მერიებს არც ერთი მანქანა არ ემსახურება.

ვანში 24,500 მოსახლეა, საიდანაც ყოველი მე-5 უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს”,- ნათქვამია განცხადებაში.

სიახლეები

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...

”ირო წიმი ევროპაშა”-ამ სლოგანით დღეს ზუგდიდში აქცია გაიმართება

9 მაისი, 19:00 - ზუგდიდი, სამხარეო ადმინისტრაციის წინ! 75 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროპამ...

“მთელს ევროპაში ასე უცებ ვერ გავასწორებთ ორმაგ სტანდარტებს” -ბოჭორიშვილი EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე არმიწვევაზე

"პოლონეთს კითხეთ , ორმაგი სტანდარტები არის ყველგან, ორმაგი სტანდარტებით ხდება მიდგომა. საქართველოში არ არის...