მთავარისიახლეებისააკაშვილის დაკავებას ვინც შეეწინააღმდეგება, ისიც შევა ციხეში - ღარიბაშვილი

სააკაშვილის დაკავებას ვინც შეეწინააღმდეგება, ისიც შევა ციხეში – ღარიბაშვილი

Published on

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ქვეყანაში შემოსვლისთანავე დააკავებენ, ხოლო ყველა, ვინც ამას ხელს შეუშლის “ციხეში შევა”.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, “კანონის აღსრულებას ხელს ვერავინ შეუშლის”.

“სახელმწიფო გასცემს პასუხს, სააკაშვილი როგორც კი შემოვა ჩვენ მიწაზე, ტერიტორიაზე შემოდგამს ფეხს იმავე წამს იქნება დაკავებული და შებრძანებული ციხეში. ვინც ხელს შეუშლის ამ პროცესს, ყველა ადამიანი დაისჯება უმკაცრესად კანონის ფარგლებში. […]

დავუშვათ, ჩამოვიდა ეს ლაჩარი კაცი, გადაწყვიტა და გამოაგდეს და ჩამოვიდა. რა უნდა მოხდეს, კანონის აღსრულებას ამ მიწაზე ვერავინ აღუდგება წინ და ვერ შეეწინააღმდეგება, ვინც შეეწინააღმდეგება, ისიც შევა ციხეში, ამის გარანტიას ვიძლევით კანონის და სახელმწიფოს სახელით”, – თქვა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა 27 სექტემბერს Facebook-ზე მიმართვა გაავრცელა და თქვა, რომ საქართველოში 2 ოქტომბერს დაბრუნდება. მან კიევი-თბილისის რეისის ბილეთის ფოტოც გაავრცელა, რომლითაც ირკვევა, რომ მიხეილ სააკაშვილი თბილისში 2 ოქტომბერს, 23:05 საათზე, დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად ჩამოვა.

სიახლეები

სტავროპოლში მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპულია 6 და დაშავებულია 40 ადამიანი.

რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექცია ახორციელებს ყველა საჭირო ღონისძიებას თბილისი-მოსკოვის მიმართულებით...

ბიჭი, რომელიც ყვირილას ჩანჩქერზე დაიღუპა, 25 წლის ჯონი სიხარულიძეა

ბიჭი, რომელიც რაჭაში, სოფელ შედა შავრაში, ყვირილას ჩანჩქერზე გაუჩინარდა და რამდენიმე საათის შემდეგ წყალში,...

ახალი დეტალები დაურ ბუავას საქმეში: შსს-მ ორი ბინა გაჩხრიკა და ნარკოტიკები ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 30 აგვისტოს გაავრცელა ცნობა, რომ აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე...

საქართველოდან მოსკოვში მიმავალი ავტობუსის ავარიას 6 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველოდან მოსკოვში მიმავალი ავტობუსის ავარიას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა — სავარაუდოდ, რეისი თბილისიდან სრულდებოდა რუსეთში, სტავროპოლის...