მთავარისიახლეებიპოლიტიკარომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, არჩევნები რომ დღეს ტარდებოდეს — Edison Research-ის კვლევა

რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, არჩევნები რომ დღეს ტარდებოდეს — Edison Research-ის კვლევა

Published on

Edison Research-ის კვლევის მიხედვით, კითხვაზე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდნენ ხმას, ალოკაციით, მოსახლეობის პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • ქართული ოცნება – 36%;
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 27%;
  • გიორგი გახარია  – საქართველოსთვის – 11%;
  • ლეიბორისტული პარტია – 4%;
  • ლელო – 4%;
  • ზურაბ ჯაფარიძე – გირჩი მეტი თავისუფლება – 4%;
  • ევროპული საქართველო – 2%;
  • გირჩი – 2%;
  • მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი – 2%;
  • პატრიოტთა ალიანსი – 2%
  • ელენე ხოშტარია – დროა – 1%;
  • ანა დოლიძე – ხალხისთვის – 1%;
  • მოქალაქეები – 1%;
  • სხვა – 3%.

ამასთან, კითხვაზე, რამდენად დარწმუნებულნი არიან საკუთარ არჩევანში, სხვადასხვა პარტიის მხარდამჭერთა პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

ქართული ოცნების მხარდამჭერთა 84% ამბობს, რომ დარწმუნებულია საკუთარ არჩევანში და აუცილებლად ამ პარტიას მისცემს ხმას; შესაბამისად 16% ამბობს, რომ არ არის დარწმუნებული;

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა 89%დარწმუნებულია საკუთარ არჩევანში, 11% ამბობს, რომ არაა დარწმუნებული;

გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის მხარდამჭერთა 76%-ია საკუთარ არჩევანში დარწმუნებული, შესაბამისად, 24% – არა.

კვლევის საველე სამუშაოები 12 სექტემბრიდან – 25 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა.

გამოიკითხა 1500 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს მეთოდით.

გამოიკითხა 18 წელს გადაცილებული ხმის მიცემის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეები. კვლევის ცდომილების ფარგლები +/-3%-ია 95%-იანი სანდოობის დონისთვის.

სიახლეები

5 პოლიტიკური პარტიის აკრძალვის საქმის განხილვა საკონსტიტუციოში დღეს განახლდება

საკონსტიტუციო სასამართლოში, 5 პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა დღეს, 14:00...

“ეს არჩევნები წავაგეთ” – ვუჩიჩმა სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მარცხი აღიარა

სერბეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და ქვეყნის მმართველი პარტიის პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ალექსანდარ ვუჩიჩმა 25 ოქტომბრის ვადამდელ...

რუსეთში აფხაზ სტუდენტებს რუსულ ჯარში გაწვევა ემუქრებათ

რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე აფხაზი სტუდენტები, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ, მოულოდნელად რუსეთის არმიაში გაწვევის...

პენიტენციური უარყოფს, რომ ციხეში ახლა უკვე მეორე ძმა ფეიქრიშვილსაც სცემეს

ძმებ ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ დავითის შემდეგ, დღეს ციხის საკანში მისი მეორე შვილი, გიორგი...