მთავარისიახლეებისაზოგადოებამიტროპოლიტი ნიკოლოზი: მამა ილია ჭიღლაძეს საკითხი სინოდზე უკვე დაყენებულია  

მიტროპოლიტი ნიკოლოზი: მამა ილია ჭიღლაძეს საკითხი სინოდზე უკვე დაყენებულია  

Published on

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი სუს-ის ფაილებთან დაკავშირებით “სრულ დუმილს აცხადებს”. მისი თქმით, “ეს არის მომაკვდინებელი შხამი და დუმილი ამ ყველაფერს უშველის”.

მიტროპოლიტი ამბობს, რომ მამა ილია ჭიღლაძეზე საკითხი სინოდზე უკვე დააყენეს და კომისია შეისწავლის.

“ამ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ბევრი ვიფიქრე და ამ ფიქრის შედეგად, ჩემი აზრია, რომ ეს არის შხამი, რომლითაც მოშხამეს მთელი ჩვენი ქვეყანა, ვინ გააკეთა, როგორ გააკეთა, ეს სხვა საკითხია. ნებისმიერ შხამს აქვს ანტიშხამი, ამ შხამის საწინააღმდეგო შხამი არის დუმილი, აბსოლუტური დუმილი ამ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით. მე არ ვიცი, ვინ რას იმუქრება, მაგრამ მთავარი მუქარა არის ის, რომ ეშმაკი გვემუქრება, რომ ეკლესიას დაანგრევს და მოსპობს. დაყენებულია უკვე მამა ილია ჭიღლაძის საკითხი წმინდა სინოდზე. იყო ამაზე ლაპარაკი, კომისიას უნდა შეესწავლა ეს საკითხი შემდეგი სინოდისთვის. ალბათ, კომისია მოგვახსენებს გადაწყვეტილებას”. – ამბობს მიტროპოლიტი საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.

დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ FACEBOOK-ზე დაწერა: “ორი დღის ვადას ვაძლევ ყველა მრუშ და მამათმავალ ეპისკოპოსს, გადადგნენ კათედრებიდან, ანუ დატოვონ ეპარქიები, სინოდი და ხარისხი (წოდება) საკუთარი განცხადებით და დიდი ბოდიშის მოხდით ერის შინაშე, რომ ატყუებდნენ ხალხს და ბილწავდნენ საეპისკოპოსო საყდრებს, ხრწნიდნენ ღვთის სამწყსოს, მათ შორის მრევლს, მორჩილებს, მონაზვნებს. წინააღმდეგ შემთხვევაში სათითაოდ გამოვდებ ყველას თავისი საყვარლებიანად დღეს არის 26 სექტემბერი, 29 სექტემბრამდე გაქვთ ვადა! 29 სექტემბერი იქნება თქვენი საშინელი სამსჯავრო, თქვე ნამუსგარეცხილო აფერისტებო და ეკლესიის მჭამელო ღორებო!”

 

სიახლეები

უკრაინელებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის 5 სოფელი გაათავისუფლეს

უკრაინელმა სამხედროებმა დნიპროპეტროვსკის ოლქში ხუთი სოფელი გაათავისუფლეს. ამის შესახებ 225-ე ცალკეულმა მოიერიშე პოლკმა სოციალურ ქსელში განაცხადა. "დნიპროპეტროვსკის...

ელენე ხოშტარია სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა

მოსამართლე გიორგი არევაძემ კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია კვლავ პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ სხდომაზე...

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” სტრასბურგის სასამართლოში სამი ახალი საჩივარი გაგზავნა

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სამი ახალი საჩივარი გაგზავნა. ორგანიზაცია სტრასბურგის სასამართლოში...

როგორ ამინდს უნდა ველოდოთ 27-31 დეკემბერს საქართველოში

გარემოს სააგენტოს ინფორმაციით, 27-31 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, დროგამოშვებით...