მთავარისიახლეებიპოლიციამ თბილისში იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 5 პირი

პოლიციამ თბილისში იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია 5 პირი

Published on

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა და გასაღების ბრალდებით, სხვადასხვა დროს, თბილისში 5 პირი დააკავა.

“ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ე.გ. თბილისში დააკავეს. პოლიციამ, მისი პირადი ჩხრეკისას, “ჩეზეს“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 10 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო.

ასევე, დაკავებულია 1982 წელს დაბადებული დ.დ., რომელიც ცეცხლსასროლ იარაღებს ყიდულობდა, იფორმებდა თავის სახელზე, შემდეგ იარაღის საიდენტიფიკაციო ნომერს შლიდა და სხვადასხვა პირებზე მის მართლსაწინააღმდეგო რეალიზაციას ახდენდა.

პოლიციამ, დაკავებული დ.დ.-ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, სხვადასხვა ტიპის 8 ცეცხლსასროლი იარაღი, 3 სანადირო თოფი, 8 მჭიდი, 5 636 სხვადასხვა კალიბრის საბრძოლო ვაზნა და მის სახელზე გაცემული იარაღის 72 სარეგისტრაციო მოწმობა ამოიღო.

სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავეს. პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1978 წელს დაბადებული დ.ბ.-ის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, გადაჭრილი სანადირო თოფი – ე.წ. „აბრეზი“, „ბრაუნინგის“ ტიპის პისტოლეტი, 9 ვაზნა და 1 მჭიდი ნივთმტკიცებად ამოიღო.

ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებულ, 1992 წელს დაბადებულ, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევ, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ ნ.დ.-ს და 1981 წელს დაბადებულ გ.ჟ.-ს ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში ედებათ.

პოლიციამ, დაკავებულების პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო: მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, „A.T.C MOD 5“-ის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 5 საბრძოლო ვაზნა”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და გასაღების ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაულები 3-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სიახლეები

ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა

სასამართლომ ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა - გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე...

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა - ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე...

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია ზურაბ ზვიადაური

თბილისში დააკავეს ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონი და "ოცნების" ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური. ინფორმაციას ამის შესახებ შსს-ს...

საგამოძიებომ 75 137 ბოთლი კუსტარულად დამზადებული სასმელი ამოიღო – დააკავეს 7 პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შიდა ქართლში ამოღებულია უპრეცედენტო რაოდენობის, 75 137 ბოთლი ალკოჰოლური...