მთავარისიახლეებიმსოფლიოვინ გახდება გერმანიის შემდეგი კანცლერი? დღეს ბუნდესტაგის არჩევნები მიმდინარეობს

ვინ გახდება გერმანიის შემდეგი კანცლერი? დღეს ბუნდესტაგის არჩევნები მიმდინარეობს

Published on

დღეს, 26 სექტემბერს გერმანიაში პარლამენტის ქვედა პალატის ბუნდესტაგის არჩევნები მიმდინარეობს.. ხმის მიცემა ადგილობრივი დროით 08:00-ზე დაიწყო და 18:00-ზე დასრულდება.

არჩევნების შედეგებით გადაწყდება, ვინ გახდება გერმანიის შემდეგი კანცლერი.

აღსანიშნავია, რომ ანგელა მერკელის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის პოპულარობა შემცირებულია. წინასაარჩენო გამოკითხვები ვერ იძლევა ცალსახა პროგნოზს, რომელი პარტია გაიმარჯვებს არჩევნებში.

ამომრჩეველთა საერთო რიცხვი 60.4 მილიონზე მეტია, Allensbach Institute-ის გამოკითხვის თანახმადამომრჩევლის 40% გადაუწყვეტელია.

Politico-ს წინასაარჩევნო რეიტინგის მიხედვით, სოციალურ-დემოკრატიულ პარტიას 25%-იანი მხარდაჭერა აქვს, ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს – 21%, მწვანეთა პარტიას – 15%, თავისუფალ დემოკრატიულ პარტიას და ალტერნატივა გერმანიას 11%, მემარცხენეთა პარტიას Die Linke – 7%.,

თუმცა წინასაარჩევნო პერიოდში რეიტინგები რამდენჯერმე შეიცვალა და არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით პროგნოზის გაკეთება რთულია.

მიუხედავად იმისა, ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში, გამარჯვებულს კოალიციის ჩამოყალიბება მოუწევს და მოსალოდნელია, რომ ამჯერად უმრავლესობის შესაქმნელად სამპარტიანი კოალიცია იქნება საჭირო.

ბუნდესტაგში სულ მცირე 598 მანდატია. ბუნდესტაგის 589 მანდატიდან 299 მაჟორიტარული სისტემით არჩეულ კანდიდატებზე ნაწილდება, ხოლო დანარჩენი 299 პროპორციული სისტემით არჩეულ, პარტიული სიის კანდიდატებზე. პარლამენტში შესვლისთვის პარტიამ 5%-იანი ბარიერი უნდა გადალახოს.

 

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...